ესპანეთში უნივერსიტეტ ოვედოს მკვლევარებმა მოახერხეს, საექსპერიმენტო თაგვების სიცოცხლე 65%-ით გაეხანგრძლივებინათ. თუ ცდის ადამიანებზე გადატანა მოხერხდა, მაშინ შესაძლებელია ადამიანის სიცოცხლის საშუალო ასაკი 135 წელი გახდეს. მეცნიერები ეძებდნენ არა ახალგაზრდობის ელექსირს, არამედ წამალს, რომელიც უჯრედების დაბერებას შეანელებდა. მაგალითად, ისეთ პაციენტებში, რომლებიც იშვიათი დაავადებებით არიან სნეულები და 18 წლამდე კვდებიან. მიკრობიოლოგებმა მოახერხეს ორი მოლეკულის მეშვეობით უჯრედების გადაპროგრამირების მექანიზმის და მათზე თანამედროვე წამლებით ზემოქმედების მოხდენის მეთოდის გამონახვა. წამლები საშუალებას იძლევა უჯრედები გაახალგაზრდავდეს, ამასთან არა მხოლოდ დაავადებული უჯრედები, არამედ 90 წელს ზევით მყოფი ჯანმრთელი ადამიანებისაც.