რუსულ მუსიკალურ პროექტში საქართველოსთან ერთად ოკუპირებული რეგიონები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მონაწილეობს. ტელეშოუ «Ты супер!» НТВ-ს ეთერში გადის. საქართველოს კონკურსში 12 წლის ნანა ვარძელაშვილი წარადგენს. 16 წლის არინა გაბარაევა სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელია, 11 წლის ვალერია ადლეიბა კი - აფხაზეთის.