Skip to main content

Posts

Showing posts from March 1, 2020
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

სახალისო ფოტოს ისტორია, რომელიც ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა [ვიდეო]

ფოტოზე, რომელიც ინტერნეტს ვირუსულად მოედო აღბეჭდილია ემოცია, თუ როგორ უყურებს ახალშობილი ექიმს, როდესაც მის ატირებას ცდილობენ. Isabela Pereira de Jesus-ი 13 თებერვალს, საკეისრო კვეთით რიო-დე-ჟანეიროს საავადმყოფოში დაიბადა. მოგეხსენებათ, ჩვილის ტირილი გაჩენისთანავე კარგის ნიშანია.  ეს ბავშვის ფილტვების სრულყოფილად მუშაობას ადასტურებს, მაგრამ,  როდესაც მეან-გინეკოლოგმა იზაბელას ტირილი აიძულა, მას ეს საერთოდ არ ესიამოვნა. ამ ცნობილი ფოტოსთვის კი ადგილობრივ პროფესიონალ ფოტოგრაფს უნდა ვუმადლოვდეთ, რომელიც სპეციალურად მსგავსი მომენტების დასაფიქსირებლად დედამ დაიქირავა. "მან ფართოდ გაახილა თვალები, მაგრამ ტირილი არ დაიწყო. ექიმის მოწოდების შემდეგ მან სერიოზული ემოცია მოირგო და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო ტირილი" - განაცხადა ფოტოგრაფმა   Crescer - თან საუბრისას. ©️ - DailyMail გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi | Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

ბოქსირებული განყოფილებიდან უნებართვოდ გამოსული ირანელის შესახებ ბრიტანული მედია წერს

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილებიდან უნებართვოდ გამოსული ირანელის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი წერს . „ირანის მოქალაქე ქართველ ექიმებს მკურნალობისთვის მადლობას უხდიდა, შემდეგ კი საავადმყოფოს პერსონალმა ის ძალის გამოყენებით კვლავ ბოქსირებულ განყოფილებაში შეიყვანა“, - წერს გამოცემა. ©️ - imedinews.ge  | Photo: AP გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi | Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi