Skip to main content

Posts

Showing posts from May 6, 2018
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

დღეს გიორგობაა. გილოცავთ!

  ფოტო: shutterstock.com მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 6 მაისს გიორგობას აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სადღესასწაულო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყებს. ეკლესია წმინდა გიორგის დღესასწაულს ორჯერ აღნიშნავს. 23 ნოემბერს მისი ბორბალზე წამების დღეა. ამ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა. წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა, ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა, რის გამოც ის ბორბალზე გააკრეს. წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს. წმიდა გიორგი 30 წლისა ეწამა. ის ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც უძლეველი ზეციური მხედარი. წმინდა გიორგი ამჟამად რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის ინგლისის, ეთიოპიის, საქართველოს და ქალაქ მოსკოვის მფარველი წმინდანია. IMEDINEWS.GE

ნარკოტიკული საშუალებით გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი კულტურის სამინისტროს თანამშრომელია.

თბილისში დღეს გარდაცვლილი ორი ადამიანიდან, რომელთა დაღუპვის ვერსიად პოლიცია ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაციას  ასახელებს , ერთ-ერთი კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომელი, 39 წლის ლევან კალანდაძეა. ის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურს ხელმძღვანელობდა. მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ოჯახს უკვე მიუსამძიმრა. მეორე გარდაცვლილი 38 წლის კახა კიკნაძეა. ცხედრები ცოტა ხნის წინ ექსპერტიზის ბიუროში  გადაასვენეს . დღეს მოძრაობამ „თეთრი ხმაური“ ორი ახალგზარდის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. „შავ ბაზარზე შემოყრილია ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს იწირავს. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვივარაუდოთ, რომ ეს ყოველივე ხდება მიზანმიმართულად“, - წერია  განცხადებაში . წყარო - IMEDINEWS.GE