Skip to main content

Posts

Showing posts with the label ხანძარი
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

სვანეთში ხანძარი ლიკვიდირებულია

"ეცერის თემის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია და სახანძრო-სამაშველო სამსახურები, რომლებიც ფოთიდან და ზუგდიდიდან იყვნენ ამოსულები-უკან ბრუნდებიან"-ამის შესახებ მესტიის მერის წარმომადგენელმა ეცერის თემში, ომეხ ხორგუანმა განაცხადა. მისივე თქმით რამდენიმე ადგილას მცირე დაკვამლიანებაა და ეცდებიან ამ კვამლის საბოლოო ლოკალიზება თავად მოახდიბონ. ხორგუანი ასევე ამბობს, რომ ეცერიდან ჩანს ცხუმარის თემის ტყე, სადაც დაკვამლიანება ისევ შეინიშნება და მეხანძრეები კვლავ რჩებიან ადგილზე. ©️ - SvanetiNews / Photo - SvanetiNews გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

მასშტაბური ხანძარი სვანეთში. ხანძრის ლიკვიდირება ვერ ხერხდება [ვიდეო, ფოტო]

სანამ სახელმწიფო დედაქალაქის მთავარ გამზირზე პოლიტიკური ხანძრის ქრობას უნდება, ქვეყანაში სხვადასხვა ლოკაციაზე ტყის ხანძარს ებრძვიან. მესტიის მუნიციპალიტეტში, კერძოდ ცხუმარისა და ეცერის ტერიტორიულ ერთეულში რამდენიმე ჰექტრამდე ტყის მასივი იწვის. ჩვენ დავუკავშირდით ადგილობრივ მაცხოვრებელს, ბეშქენ ფილფანს და როგორც ჩვენთან საუბრისას განაცხადა, დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა ძლიერი დაკვამლიანება იგრძნობა ახლო მდებარე სოფლებში.                              "ადგილზე მუშაობენ სამაშველო ჯგუფები, მათ ხანძრის ლიკვიდირებაში ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება.  ისინი თავიანთ შესაძლებლობებს მაქსიმალურად იყენებენ,  თუმცა მიუვალი ადგილების არსებობის გამო სამაშველო ტექნიკა ფერხდება და ხანძრის ლიკვიდირებაც დროულად ვერ ხერხდება." - ბეშქენ ფილფანი. ადგილობრივები საჰარეო ტექნიკას ითხოვენ, რათა ხანძრის ლიკვიდირება დროულად მოხერხდეს და არ მოხდეს მისი გავრცელება. ჩვენი ინფორმაციით დამწვარია 4...

რაჭაში, სოფელ ხიდეშლებთან ხანძრის ჩასაქრობად 80 მეხანძრე-მაშველი მუშაობს [ვიდეო]

რაჭაში, სოფელ ხიდეშლებთან ხანძრის ჩასაქრობად 80 მეხანძრე-მაშველი მუშაობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. უწყების ცნობით, სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს. ადგილობრივების ინფორმაციით , ცეცხლი 10 ჰექტარზე მეტ ფართობზეა გავრცელებული. ვიდეომასალა მოგვაწოდა ირაკლი ხიდეშელმა.                     ©️ - 1TV.GE გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი ლიკვიდირებულია. - პირდაპირი ჩართვა ბათუმის მოვლენებიდან. LIVE

ბოლო ინფორმაციით, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო  ადასტურებს , ბათუმში სასტუმრო “ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულია 12 ადამიანი. დაშავებულია 15-ზე მეტი ადამიანი. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე სასტუმროს თანამშრომლები. სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, სასტუმროში მყოფი ადამიანები გადაყვანილები არიან ბათუმის კლინიკებში.  ხანძარი სასტუმრო “ლეო გრანდში“ 24 ნოემბერს დაახლოებით 20:00 საათზე  გაჩნდა .          სასტუმრო " ლეო გრანდი ", ხუთვარსკვლავიანია და ის 2015 წლის ზაფხულში გაიხსნა. არსებული  ინფორმაციით , სასტუმროში 35 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა და 300 ადამიანი დასაქმდა; "ლეო გრანდში" არის 182 ნომერი და საერთაშორისო კლასის მომსახურება. სასტუმრო კომპლექსში განთავსებულია საპრეზიდენტო აპარტამენტები, საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, კლუბი და სპაცენტრი. imedinews.ge...

ხანძრის გამო სასტუმრო რუსთაველიდან სტუმრები გაიყვანეს.

ფოტო: ნინო არღვლიანი თავისუფლების მოედანზე მდებარე სასტუმრო "რუსთაველში" გაჩენილი ხანძრის გამო, შენობაში ევაკუაცია მოხდა. სასტუმროს ერთ-ერთი მფლობელი იციკ მოშე ამბობს, რომ ხანძარი მხოლოდ ერთ ნომერში გაჩნდა და მისი გავრცელების საფეთხე არ არსებობს.  თავისუფლების მოედანზე ამ წუთებში 2 სახანძრო და რამდენიმე ათეული მეხანძრე მუშაობ. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამველები. სასტუმროს თანამშრომელთა ინფორმაციით, ხანძარი ერთ-ერთ ნომერში, სავარაუდოდ, ვიზიტორის დაუდევრობის გამო  გაჩნდა . წინა სტატია

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა.

ფოტო: ვასილ დაბრუნდაშვილი ბორჯომის ხეობაში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა. ადგილზე უკვე მივიდნენ მეხანძრეები და სამაშველო ბრიგადები. პოლიციამ ტერიტორიამდე მისასვლელი გზა გადაკეტა. დილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხეობაში ხანძარი  ლიკვიდირებულია . ენერგეტიკის მინისტრ ილია ელოშვილის თქმით, ვიდრე გვალვიანი პერიოდია, ხეობაში სრული მობილიზება იქნება.  სომხურმა და აზერბაიჯანულმა დამხმარე სამაშველო ძალამ, რომელიც ქართველ სამაშველო ჯგუფს ბორჯომის ტყის ხანძრის ჩაქრობაში ეხმარებოდა, ხეობა უკვე  დატოვა.  ბორჯომის ხეობაში ხანძარი 20 აგვისტოს  გაჩნდა . სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის სამსახურის უფროსის ნათია იორდანიშვილის განცხადებით, ხანძარი ბორჯომის ტყეში იმ  250 ჰექტარ  ტერიტორიაზე გაჩნდა, რომელიც 2008 წლის ომის დროს პირწმინდად განადგურდა. შესაბამისად ცეცხლი ძირითადად ბალახს, ბუჩქნარს და ახალ ნარგავებს ეკიდა. ხანძარი ხის ვარჯებზე, შეიძლება ითქვას, არ გადასულა. სტატიის გაგრძელება

ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის კერა ლოკალიზებულია.

ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში გაჩენილი ხანძრის ახალი კერა მეხანძრეებმა უკვე ჩააქრეს. სოფელ დაბაში ხანძრის ახალი კერა ქარმა გააღვივა. დილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხეობაში ხანძარი  ლიკვიდირებულია . ენერგეტიკის მინისტრ ილია ელოშვილის თქმით, ვიდრე გვალვიანი პერიოდია, ხეობაში სრული მობილიზება იქნება.  სომხურმა და აზერბაიჯანულმა დამხმარე სამაშველო ძალამ, რომელიც ქართველ სამაშველო ჯგუფს ბორჯომის ტყის ხანძრის ჩაქრობაში ეხმარებოდა, ხეობა უკვე  დატოვა .  ამ დროისთვის ბორჯომის ხეობაში შინაგან საქმეთა და თავდაცვის უწყების რამდენიმე ასეული თანამშრომელი რჩება. ბორჯომის ხეობაში ხანძარი 20 აგვისტოს  გაჩნდა . სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის სამსახურის უფროსის ნათია იორდანიშვილის განცხადებით, ხანძარი ბორჯომის ტყეში იმ 250 ჰექტარ ტერიტორიაზე  გაჩნდა , რომელიც 2008 წლის ომის დროს პირწმინდად განადგურდა. შესაბამისად ცეცხლი ძირითადად ბალახს, ბუჩქნარს და ახალ ნარგავებს ეკიდა. ხანძარი ხის ვარჯებზე, შეიძლება ითქვას, არ გადასულა. წყარო ...

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი ისევ ჩაერთო.

ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშოებში დღეს ავიაცია ისევ ჩაერთო. ხანძრის მცირე კერების ჩაქრობაში სასაზღვრო პოლიციის ერთი ვერტმფრენი მონაწილეობს. ეს გადაწყვეტილება საგანგებო შტაბმა მიიღო, რადგან ბორჯომის ხეობაში ნისლი აღარ არის.   ბორჯომის ხეობაში ავიაციის მუშაობა ნისლის გამო  შეჩერებული იყო . რეგიონული განვითარების მინისტრმა დილით, საგანგებო შტაბის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში ავიაცია განაახლებს მუშაობას.  საქართველო ამ ეტაპზე მხოლოდ თურქულმა თვითმფრინავმა დატოვა. კრიტიკულად მიჩნეულ ადგილებში მთელი ღამის განმავლობაში იმოფებოდნენ სამხედროები, რათა საჭიროების შემთხვევაში ოპერატიულად ემოქმედათ. ხეობაში ღამემ გართულებების გარეშე ჩაიარა.  დილის 6 საათიდან საგანგებო შტაბში იმყოფებიან შს, ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკის მინისტრები.

დამწვარი ტყე ბორჯომის ხეობაში. ფოტოკოლაჟი

                                           ბორჯომის ხეობა                                                ფოტო: ცოტნე გეგეჭკორი 21 აგვისტოს, ბორჯომის ხეობაში დაწყებული ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება. დამწვარი ტყის ზუსტი ფართობი ჯერ უცნობია. სავარაუდოდ, ის 10 ჰექტარს აჭარბებს. გთავაზობთ, "იმედის" ფოტოკოლაჟს სტიქიის ზონიდან.    

დღე მეშვიდე - ბორჯომის ხეობაში ავიაციამ მუშაობა განაახლა. ქარის შედეგად გაჩენილი ცეცხლი, ისევ აქტიურია.

ბორჯომის ხეობაში დილიდან მუშაობა განაახლეს ვერტმფრენებმა. სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. ამასთან, დღეს დილით ხეობაში ქართველი ჯარისკაცები ჩავიდნენ.  1000 ჯარისკაცი მიეხმარება იმ მეხანძრეებსა და მაშველებს, რომლებიც ხეობაში მუშაობენ.  ბოლო ინფორმაციით, გაჭრილია ხანძრის კერებთან მისასვლელი გზები, საერთო ჯამში, 12 კილომეტრი. სწორედ ამ გზების მეშვეობით უახლოვდება ცეცხლის კერებს მძიმე ტექნიკა. ხანძრის ძირითადი მონაკვეთები სპეციალურ თხრილების რკალშია მოქცეული, რაც გავრცელების რისკს მინიმუმამდე ავრცელებს. კვლავ აქტიურია ის ადგილები, სადაც ცეცხლი ქარის შედეგად ხელახლა გაჩნდა. წყარო - imedinews.ge

წეროვანში ხანძარი ლოკალიზებულია.

წეროვანში ხანძარი ლოკალიზებულია. ბოლო ინფორმაციით, ცეცხლი 8-10 ჰექტარ ბალახსა და ბუჩქნარს მოედო. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახურის სამი ეკიპაჟი და ამჟამად მცირე კერების ჩაქრობა მიმდინარეობს. ხანძრის შედეგად, არავინ დაშავებულა. ​ინფორმაციას  1tv  ავრცელებს. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზურაბ აბესაძის განცხადებით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ მოსახლეობის დაუდევრობა გახდა.

დღეს საქართველოს მასშტაბით ხანძარი 6 ლოკაციაზე იყო.

დღეს საქართველოს მასშტაბით ხანძარი 6 ლოკაციაზე იყო. უმეტეს ადგილას ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა. დღის შემაჯამებელ ინფორმაციას  Ipress  ავრცელებს. ყველაზე რთული მდგომარეობა ისევ  ბორჯომის  ხეობაშია, სადაც ხანძრის ლოკალიზება ისევ ვერ მოხერხდა, თუმცა შესაბამის სამსახურებში აცხადებენ, რომ ხანძრის სიძლიერე შედარებით შესუსტდა.  გუშინ  ატენის  ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება სამაშველო სამსახურებმა მოახერხეს.  ამას გარდა ხანძარი იყო რუსთავის გზატკეცილზე,  დუშეთის  მუნიციპალიტეტში. ხანძარი იყო ფშავ-ხევსურეთში -  ანდაქის ხეობაში.  რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ხანძარია წეროვანშიც. ბოლო ინფორმაციით,  ხანძარი  დაახლოებით 6 კმ-ის მიწის ფართობზეა გავრცელებული. მის ჩასაქრობად 2 ჯგუფი - 10 მეხანძრე-მაშველია გასული. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი დაახლოებით 15 წუთში ლიკვიდირებული იქნება. წყარო - imedinews.ge

ბორჯომის ხეობაში ამოვარდნილმა ქარმა ცეცხლის რამდენიმე კერა კვლავ გააქტიურდა.

ბორჯომის ხეობაში ამოვარდნილი ქარის გამო ცეცხლის რამდენიმე კერა კვლავ გააქტიურდა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. "დაბნელებამდე იმუშავებს საჰაერო ტექნიკა და მაქსიმალური ინტენსივობთ მოხდება დაფიქსირებულ კერებზე წყლის დაფრქვევა. ბორჯომის ხეობაში ამოვარდნილი ქარის გამო, რამდენიმე ადგილას კვლავ გაჩნდა ცეცხლი. მინისტრებმა ზურაბ ალავიძემ და ლევან იზორიამ, გენერალური შტაბის უფროსთან - ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად, ვერტმფრენით დაათვალიერეს სტიქიის ზონა, დააფიქსირეს კერების ზუსტი მდებარეობა და დასახეს სამოქმედო გეგმა“, - განაცხადეს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. წყარო - imedinews.ge

დუშეთის სოფელ თვალივში 2 ჰექტარი ტყის მასივი იწვის.

ხანძარია დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალივში. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ვაჟა ჩოხელის განცხადებით, ცეცხლი დაახლოებით ორ ჰექტარ ტყის მასივზე გავრცელდა. რთული რელიეფის გამო, ადგილზე მძიმე ტექნიკა ვერ მიდის. ხანძარს 40-მდე მეხანძრე და რეინჯერი სპეციალური აღჭურვილობით ებრძვის. მათ ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება. დუშეთში ხანძარი გუშინ გაჩნდა, რომელიც დილისთვის ლოკალიზებული იყო. დღეს ქარმა ცეცხლის კერები კვლავ გააღვივა. წყარო - imedinews.ge