ხვალ, 19 თებერვალს, 14:00 საათიდან, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ჭანტურიას ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე, საავტომობილო გზის ნაწილი გადაიკეტება და ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახური ავრცელებს. მიზეზი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ რუსთაველის გამზირზე დაანონსებული აქციაა. "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქცია ხვალ 14:30 საათზე დაიწყება.