Skip to main content

Posts

Showing posts with the label ტექნოლოგიები
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

ბელგიის კლინიკაში ადამიანის ნაცვლად რობოტი დასაქმდა

რობოტმა სახელად Cruzr Health-მა ბელგიის კლინიკაში შეცვალა ადამიანი, რომელიც შესასვლელში დამონტაჟებულ სითბურ კამერებს აკვირდებოდა. ამის შესახებ euronews წერს. გამოცემის ცნობით კლინიკა მუშახელზე თანხას ზოგავს. რობოტის დაქირავება თვეში 1000 ევრო ღირს. Cruzr Health-ი 34 ენაზე ლაპარაკობს. ის სითბური კამერების მეშვეობით არკვევს აქვთ თუ არა კლინიკაში შემოსულ ადამიანებს მაღალი ტემპერატურა. კომპანია Zorabots-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ რობოტი საიმედოა და კარგად ასრულებს თავის ფუნქციას. ამ დროისათვის რობოტი Cruzr Health-ი მხოლოდ ბელგიის მხოლოდ ერთ კლინიკაში მუშაობს. თუმცა მათი გამოყენება კორონავირუსთან საბრძოლველად შესაძლოა სხვა კლინიკებშიც დაინერგოს. ©️ - Imedinews.ge გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjgroupge  | Follow Us on FaceBook - fb.com/tsjgroupge

თაღლითები 5G-სგან "დამცავ" ფლეშ-მეხსიერებებს ყიდიან, ფასი — $350

თაღლითებმა 5G-სთან დაკავშირებულ ჭორებზე (რომ ის ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს) დაყრდნობით ფლეშ-მეხსიერების გაყიდვა დაიწყეს, რომელიც მათი თქმით, ადამიანებს 5G-სგან იცავს. 5GBioShield — ასე ჰქვია მოწყობილობას, რომელსაც ისინი 350 დოლარად ყიდიან. რეალურად კი იგი 128MB-იანი ფლეშ-მეხსიერებაა, რომელიც მხოლოდ ექვსი დოლარი ღირს. აღსანიშნავია, რომ პროდუქტმა საკმაოდ დიდი ყურადღება მიიპყრო და ინგლისის ქალაქ გლანსტონბერის საბჭომ მას რეკომენდაციაც კი გაუწია. ქალაქში შექმნილმა საკონსულტაციო კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა ტობი ჰოლმა განაცხადა, რომ ფლეშ-მეხსიერება 5G სიგნალს კვანტური ტექნოლოგიის გამოყენებით ბლოკავს. მისი თქმით, ეს სიგნალები სუიციდის შემთხვევებს ზრდის, ასევე ავრცელებს კორონავირუსს და მკვდარი ჩიტების ციდან ცვენაც სწორედ ამ სიგნალების დამსახურებაა. აღსანიშნავია, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც რომელიმე ჩამოთვლილ პრობლემას 5G-სთან დააკავშირებს. "ჩვენ ამ მოწყობილობას ვიყენებთ და იგი საკმაოდ გვეხმარება", — აცხადებს ჰოლი. პროდუქტის ვებგვერდზე წარმოდგენილ აღწერაშ...

იტალიაში უძველესი რომაული მოზაიკა აღმოაჩინეს

ჩრდილოეთ იტალიაში მდებარე ვენახში გათხრების დროს არქეოლოგებმა მესამე საუკუნის მოზაიკური იატაკი იპოვეს, რომელიც რომაულ ვილას ეკუთვნოდა. ვერონასთან ახლოს უძველესი რეზიდენციების კვალი ჯერ კიდევ 1922 წელს იპოვეს, თუმცა ადგილზე არქეოლოგები კვლევების გასაგრძელებლად თითქმის საუკუნის შემდეგ დაბრუნდნენ. მკვლევართა გუნდმა ტერიტორიის შესწავლა გასულ ზაფხულს დაიწყო, თუმცა პანდემიის გამო სამუშაოები დროებით შეწყდა. "ათწლეულების განმავლობაში უამრავი უშედეგო მცდელობის შემდეგ, ვერონაში მდებარე ვილის იატაკისა და საძირკველის ნაწილს, რომელიც მეცნიერებმა საუკუნის წინ აღმოაჩინეს, როგორც იქნა ნათელი მოეფინა", — განაცხადა ერთ-ერთმა კვლევარმა. გათხრების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ კი გუნდმა მიწისქვეშ მოზაიკა იპოვა. მათ როგორც კრამიტები, ასევე ვილის საძირკვლის ნაწილიც აღმოაჩინეს. იმისთვის, რომ ეს არქეოლოგიური განძი ხელმისაწვდომი გახდეს, მკვლევრები ოფიციალურ წარმომადგენლებთან და ვენახის მეპატრონეებთან თანამშრომლობას გეგმავენ. პროცესს საკმაოდ დიდი დრო და რესურსები დასჭირდება.  A NEGRAR U...

2011 წლის შემდეგ ვის უხდიდა თანხას ამერიკა კოსმონავტების კოსმოსში გასაყვანად?

ბოლო 10 წლის განმავლობაში დაგეგმილი პირველი კოსმოსური ფრენა წარმატებით შესრულდა. გაფრენა თბილისის დროით 23:33 საათზე იყო დაგეგმილი. არსებული ამინდის პირობებში, მისი სტარტის ალბათობა 60%-ი იყო, თუმცა მეორე ცდამ გაამართლა. ილონ მასკის SpaceX-ის და NASA-ს ერთობლივი პროექტი 2 ამერიკელი ასტრონავტის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ტრანსპორტირებას და რამდენიმე სხვა ასტრონავტის დედამიწაზე დაბრუნებას ითვალისწინებს. 2011 წლის შემდეგ აშშ-ს მსგავსი ფრენა არ განუხორციელებია და იძულებული იყო ასტრონავტების კოსმოსში გასაყვანად უზარმაზარი თანხა რუსეთისთვის გადაეხადა. იხილეთ ისტორიული მოვლენის კადრები:               გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjgroupge | Follow Us on FaceBook - fb.com/tsjgroupge

ყველაფერი რაც 5G მობილური ინტერნეტის შესახებ უნდა ვიცოდეთ

რა არის 5G და რას ნიშნავს ის თქვენთვის? სუპერსწრაფი „მეხუთე თაობის 5G“ მობილური ინტერნეტი ზოგიერთ ქვეყანაში 2019 წელს ამოქმედდება. გვპირდებიან, რომ გადმოწერის სიჩქარე 10-20-ჯერ სწრაფი იქნება, ვიდრე ახლა გვაქვს. რაც უნდა იყოს, განსხვავება მართლა შეცვლის ჩვენ ცხოვრებას? ახალი მობილური ტელეფონები დაგვჭრდება? და გადაწყვეტს 5G-ს ამოქმედდება ქვეყნის ზოგიერთ ტერიტორიაზე ინტერნეტის არქონის ან სუსტი სიგნალის გაუმჯობესების საკითხს? ამის შესახებ BBC წერს . რა არის 5G ზუსტად? ის მომდევნო - მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტკავშირია, რომელიც ყველაზე სწრაფ ჩამოწერისა და ატვირთვის სიჩქარეს გვპირდება, უფრო მრავალფეროვანი და უფრო სტაბილურია. მისი ამოქმედება რადიოსიხშირის გამოყენების უკეთეს ხარისხსა და ერთი და იმავე ადგილიდან, უფრო მეტი ადამიანისთვის ხარისხიან ინტერნეტთან ხელმისაწვდომობას გაზრდის.  რისი გაკეთების საშუალებას მოგვცემს 5G? „რაც უნდა იყოს, ვიცით, რომ ჩვენი სმარტფონებით საქმეს სწრაფად და ხარისხიანად გავაკეთებთ“, - განმარტავს იან ფოგი OpenSignal-იდან, რომელიც მობილური ინტერნეტკავშირის ...

SpaceX-მა და NASA-მ ასტრონავტების კოსმოსურ სადგურზე გაგზავნა ცუდი ამინდის გამო გადადეს

SpaceX-ის მიერ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე NASA-ს ორი ასტრონავტის გაგზავნა ცუდი ამინდის გამო გადაიდო . შემდეგი მცდელობა შაბათს, 30 მაისს შედგება. SpaceX-ი პირველი კერძო კომპანიაა, რომელიც ადამიანებს კოსმოსში აგზავნის და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩაიყვანს. ასტრონავტები რობერტ ბენკენი და დაგლას ჰერლი კომპანია SpaceX-ის კოსმოსური ხომალდით დედამიწის ორბიტაზე 28 მაისს, თბილისის დროით 00:33 საათზე უნდა გაფრენილიყვნენ. აღსანიშნავია, რომ 2011 წელს Space Shuttle-ის პროგრამის დახურვის შემდეგ, ეს ამერიკიდან ასტრონავტების კოსმოსში გაშვების პირველი შემთხვევა იქნება. იხილეთ დღევანდელი "ლაივი" :                               შემდეგი მცდელობის პირდაპირ ეთერს "ტსჯ ჯგუფი" შემოგთავაზებთ, ერთად ვადევნოთ თვალი ამ ისტორიულ მოვლენას. ©️ imedinews.ge  გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjgroupge  | Follow Us on FaceBook - fb.com/tsjgroupge

საქართველო მუშაობს აპლიკაციის შექმნაზე, რომელიც დაინფიცირებულთან სიახლოვეზე შეგატყობინებთ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ საქართველო მუშაობს აპლიკაციის გაშვებაზე, რომელიც საშუალებას მისცემს ხალხს შეამოწმონ, იყვნენ თუ არა ისინი იმ პირთან ახლოს, რომელსაც დაუდასტურდა ან ეჭვმიტანილი აქვთ კორონავირუსის არსებობა. "ჩვენ ვგეგმავთ ამ მოდელის დანერგვას.  მჭიდრო თანამშრომლობაში ვართ ავსტრიასთან.  მათ გაგვიზიარეს თავიანთი ცოდნა და ჩვენ ახლა ვმუშაობთ მოდელის ჩვენს ქვეყანაში ადაპტაციაზე."- თქვა გაბუნიამ. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკაციის მფლობელს კორონავირუსი დაუდასტურდება, მის კონტაქტებს გაეგზავნებათ შეტყობინება, რომელიც მოუწოდებს თვითიზოლაციისკენ. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს სტრატეგია სავსებით უარყოფით გავლენას მოახდენს ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე, თუმცა ამ აპლიკაციის გადმოწერა ნებაყოფილობითი იქნება. ©️ - მომზადებულია GeorgiaToday -ის მიხედვით.  გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjgroupge | Follow Us on FaceBook - fb.com/tsjgroupge

სად იმყოფება მასკის Tesla Roadster-ი კოსმოსში გაშვებიდან ორი წლისთავზე

უკვე ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა საკუთარი Tesla Roadster-ი SpaceX-ის რაკეტა Falcon Heavy-თ კოსმოსში გაუშვა. ამ დროის განმავლობაში, მანქანამ საკმაოდ ბევრი იმოგზაურა. პროგრამისტმა ბენ ბირსონმა შექმნა ვებგვერდი „ სად არის Roadster-ი? “, რომელიც რეალურ დროში გვეუბნება, სად არის იმ მომენტისთვის მასკის წითელი მანქანა და მძღოლის ადგილას მოკალათებული მანეკენი, სახელად „სტარმენი“. ვებგვერდის მიხედვით, 2018 წლის 6 თებერვლის შემდეგ, მანქანამ კოსმოსში უკვე 1,6 მილიარდ კილომეტრზე მეტი გაიარა. Tesla Roadster-ი მზის გარშემო წარმოუდგენლად დიდი სიჩქარით მოძრაობს, კვეთს დედამიწის, მარსისა და ვენერას ორბიტებს. ის ამჟამად მზის გარშემო უკვე მეორე წრეზეა და როგორც მეცნიერებმა გამოთვალეს, 2091 წლისთვის ის დედამიწას რამდენიმე ასეული კილომეტრის მანძილზე მოუახლოვდება. აუცილებლად გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ გათვლებია და მანქანის ზუსტი თვალთვალი შეუძლებელია. გეტყვით იმასაც, რომ ვერც მანქანა და ვერც მისი მანეკენი მძღოლი კოსმოსში დიდხანს ვერ გაძლებს, დროთა განმავლობ...

Messenger-მა ახალი ფუნქცია შეითავსა.

"მესენჯერმა" დღეიდან ახალი ფუნქცია შეითავსა. ამიერიდან, გაგზავნილი შეტყობინებების წაშლა იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ImediNews -ი Mashable -ზე დაყრდნობით წერს. გაგზავნილი შეტყობინების წასაშლელად საჭიროა ხანმოკლე შეხება შეტყობინებაზე, რის შემდეგაც უნდა აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ბრძანება. (იხ.ფოტო) იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აირჩევთ "Remove for Everyone" შეტყობინება წაიშლება ყველასთან, თუმცა წაშლის შემდეგ ადრესატი მაინც შეიტყობს წაშლილი შეტყობინების შესახებ. (იხ.ფოტო) მეორე ბრძანების არჩევის შემთხვევაში (Remove for you) შეტყობინება მხოლოდ თქვენთან წაიშლება და ხილვადი დარჩება ადრესატისთვის.  შეტყობინებების წაშლა გაგზავნიდან 10 წუთის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. აღნიშნული ფუნქცია, iOS-ისა და Android-ის მომხმარებლებისთვის მესენჯერის განახლების შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი. მომზადებულია Imedinews-ისა და Mashable-ს მიხედვით. გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

ინტერნეტში Samsung Galaxy S10-ის ფოტო გავრცელდა.

მობილურების მსოფლიო კონგრესამდე (MWC) რამდენიმე თვით ადრე ინტერნეტში Samsung Galaxy S10-ს ფოტო გავრცელდა. ამის შესახებ TechCrunch-ი წერს . როგორც ბლოგერი ევან ბლასი Twitter-ზე წერს , გავრცელებულ ფოტოზე გამოსახული მოდელის სახელი „Beyond 1“ იქნება. Samsung-ი წარადგენს „Beyond 2“-საც, რომელიც სავარაუდოდ S10 Plus-ი იქნება. არ არის გამორიცხული მალე დახლებზე გამოჩნდეს „Beyond 0“-ც, რომელიც დიდი ალბათობით ფლაგმანის დაბალბიუჯეტიანი ვერსია იქნება. მობილურების მსოფლიო კონგრესი (MWC) ლოს-ანჯელესში 22-24 ოქტომბერს გაიმართება. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Galaxy S10 სავარაუდოდ iPhone X-ის ერთ-ერთ ფუნქციას მოიპარავდა . ერთ-ერთი ახალი პროდუქტი, რომელიც Samsung-მა ნოემბერში წარადგინა, დასაკეცი სმარტფონი იყო. Samsung Galaxy S10 "Beyond 1," in the wild. pic.twitter.com/EMquh59Kln — Evan Blass (@evleaks) 3 января 2019 г. წყარო - Imedinews.ge გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

რა მოხდება დღეს ზუსტად 1 საათში?

ახალი წლის პირველ დღეებში დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მცხოვრებნი ერთერთი ყველაზე შთამბეჭედავი მეტეორული წვიმის მომსწრენი გახდებიან. მოვლენა განსაკუთრებით კარგად გამოჩნდება ევროპიდან, მათ შორის საქართველოდან. კვადრანტიდების მეტეორული წვიმა 3 იანვარს 23:00 საათზე დაიწყება და 4 იანვრის გამთენიამდე გასტანს. მეტეორთა ცვენა 28 დეკემბრიდან დაიწყო და 12 იანვრამდე გაგრძელდება, პიკს კი სწორედ 4 იანვარს მიაღწევს. ამ დროისთვის ნაკადის სიჩქარე იქნება 120 მეტეორი საათში. წელს ამ მოვლენას თან ახლავს ახალი მთვარე. შესაბამისად, ცა უფრო ბნელი იქნება. წყარო - "ნიუპოსტი" ფოტო- "GOOGLE" გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

Google 2015 წლიდან გვთავაზობს დედამიწის მთელი ზედაპირის სატელიტურ ფოტოსურათებს.

კომპანია " გუგლის " პროექტი, რომლის მეშვეობით ინტერნეტში მოთავსდა დედამიწის მთელი ზედაპირის სატელიტური ფოტოსურათები. ზოგიერთი რეგიონის სურათები უკიდურესად მაღალი სიმკვეთრისაა. სხვა ანალოგიური სერვერებისგან განსხვავებით, რომლებშიც სატელიტური სურათები არის გამოყენებული ჩვეულებრივ ბრაუზერში (მაგ. Google Maps ან TerraServer), ამ პროგრამაში გამოყენებულია სპეციალური კომპიუტერში ჩატვირთვადი პროგრამა. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი მიდგომა უფრო მეტ დატვირთვას აძლევს ინტერნეტის ქსელს, სამაგიეროდ ის პროგრამაში მუშაობის დროს დამატებითი შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას იძლევა, რომელთა განხორციელება ვებ-ბრაუზერით შეუძლებელია. ეს პროგრამა თავდაპირველად კომპანიამ Keyhole გამოუშვა, რომელიც მოგვიანებით გუგლმა იყიდა და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახადა. არსებობს ასევე ფასიანი ვერსიები Google Earth Pro და Google Earth Plus, რომლებშიც GPS ნავიგაციის მხარდაჭერა, პრეზენტაციის საშუალება და ბეჭდვის მაღალი ხარისხია ჩართული. წყარო - " ვიკიპედია " ; ფოტო - "ტსჯ" გ...

ციფრული სულები. როგორ ზრუნავენ სოცქსელები გარდაცვლილი მომხმარებლების ექაუნთებზე.

                              უკვე 2012 წელს, ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის Facebook-ის გარდაცვლილი მომხმარებლების რაოდენობამ დაახლოებით 30 მილიონს მიაღწია. ექსპერტები ამბობენ, რომ მალე დადგება ის დრო, როდესაც სოცქსელების გარდაცვლილი მომხმარებლების რიცხვი ცოცხლებს გადააჭარბებს. ასეთი ვირტუალური მემკვიდრეობის მართვას კი სპეციალური რეგულაციები და ოფიციალური კოდექსები დასჭირდება. კომპანიებმა ამ პრობლემაზე ფიქრი უკვე დაიწყეს. Facebook-ი მომხმარებლებს ციფრული ანდერძის შექმნას სთავაზობს Facebook-ი მომხმარებლებს ციფრული ანდერძის წინასწარ დაწერას და ექაუნთის პარამეტრებში იმ ადამიანის მითითებას სთავაზობს , რომელიც გვერდის მართვას განაგრძობს. ამასთან "მემკვიდრე" ვერ ნახავს თქვენს მიმოწერას, ვერ წაშლის ჩანაწერებს, მაგრამ შეძლებს ახალი პოსტების გამოქვეყნებას. იმ შემთხვევაში თუ გაუთვალისწინებელი რამ მოულოდნელად მოხდა, არსებობს ორი ვარიანტი: - გვერდის წაშლა შეუძლია ნათესავს, თუ ის დაამტკიცებს, პირველ რიგში იმას, რომ...

Youtube-ზე 1000-ზე ნაკლები გამომწერის მქონე არხები რეკლამისგან შემოსავალს ვეღარ მიიღებენ.

YouTube-მა ახალი წესების შემოღების შესახებ განაცხადა. ცვლილების მიხედვით, 17 იანვრიდან Youtube-ზე რეკლამის განთავსებით ფულის შოვნის მსურველებს მათ არხზე ბოლო ერთი წლის განამვლობაში, სულ ცოტა 4000-საათიანი ნახვა და 1000-ზე მეტი გამომწერი უნდა ჰყავდეს. ამის შესახებ ინფორმაციას  BBC  ავრცელებს. აქამდე არსებული წესით, რეკლამის განთავსებისთვის საკმარისი იყო მხოლოდ სულ მცირე 10 ათასი ნახვის მოგროვება. 20 თებერვლამდე არხების მფლობელებს საშეღავათო პერიოდი აქვთ, რის შემდეგაც ყველა, ვინც არ შეესაბამება ახალ კრიტერიუმებს, თავიანთი ვიდეოებისგან შემოსავალს დაკარგავს. თუმცა, როგორც კი მათი არხები ახალ ცვლილებებს მოერგებიან რეკლამის განთავსებისთვის საჭირო ბაზაში (პარტნიორულ პროგრამაში) სისტემა ავტომატურად გააგზავნის მოთხოვნას. ახალი არხების მფლობელებს კი მოთხოვნის გაგზავნა თავად მოუწევთ. ფოტო: shutterstock.com IMEDINEWS.GE

კვლევა: ინტერნეტის მომხმარებლები ნაკლებად რელიგიურები არიან.

ამერიკაში, ბეილორის კერძო ქრისტიანული უნივერსიტეტის მკვლევარებმა Journal for the Scientific Study of Religion-ში ნაშრომი  გამოაქვეყნეს.  ავტორებმა ინტერნეტის მოხმარებასა და პიროვნების რელიგიურობას შორის კავშირის დადგენა სცადეს. ისინი ამტკიცებენ, რომ რაც მეტ დროს ატარებს ადამიანი ინტერნეტთან, მით ნაკლებია მისი რელიგიურობის დონე. ხშირ შემთხვევაში, ინტერნეტის მომხმარებლები კონკრეტულ რელიგიას თავს არ მიაკუთვნებენ.  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათი უმეტესობა ფიქრობს, რომ სამყაროში მხოლოდ ერთი ღმერთი არაა.  კვლევის მიხედვით, რელიგიური აღზრდის მქონე ადამიანთა რიცხვი 1990 წლიდან შემცირდა. მკვლევარები ამას ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებას უკავშირებენ. მათი შეფასებით, “ინტერნეტი უღმერთო ადგილია“. IMEDINEWS.GE

დედამიწასთან ახლოს სიცოცხლისთვის გამოსადეგი პლანეტა აღმოაჩინეს.

ევროპულმა სამხრეთ ობსერვატორიამ (ESO) აღმოაჩინა, რომ ჯუჯა ვარსკვლავს Ross 128 არც ისე დიდი კლდოვანი ეგზოპლანეტა აქვს. ობიექტი, რომელსაც Ross 128b-ი ეწოდა,  საკუთარი მზისგან ოპტიმალურ სიშორეზე მდებარეობს და ზედაპირზე ისეთი პირობები უნდა ჰქონდეს, რაც დედამიწას მოგვაგონებს. ამის შესახებ მეცნიერების სტატია ჟურნალში Astronomy & Astrophysics გამოქვეყნდა. სამეცნიერო ნაშრომზე მოკლედ  EurekAlert -ი წერს.  ჯუჯა ვარსკვლავების უმეტესობის ზედაპირზე დიდი აფეთქებები ხდება, რის გამოც პლანეტებზე, რომლებიც მის ირგვლივ ბრუნავენ, მაღალი ენერეგიის ამოფრქვევა ხდება. სწორედ ამის გამო ისინი სიცოცხლისთვის გამოსადეგარები არიან. თუმცა ეს ჯუჯა ვარსკვლავი, რომელიც დედამიწისგან მხოლოდ 11 სინათლის წელიწადის მანძილზე მდებარეობს, ნაკლებას აქტიური ვარსკვლავია. Ross 128b-ი ჩილეს ობსერვატორიის 3,6 მეტრიანი ტელესკოპით აღმოაჩინეს. წყარო - imedinews.ge ფოტო - Wikipedia

15 ათასამდე მეცნიერმა კაცობრიობის მთავარი საფრთხეები დაასახელა

184 ქვეყნიდან დაახლოებით 15 000 მეცნიერმა ხელი მოაწერა  წერილს , რომელშიც "კაცობრიობის მეორე გაფრთხილებაა" აღნიშნული, -  წერს  Washington Post-ი.  მეცნიერებმა გლობალური დათბობა პლანეტის ეკოსისტემის მთავარ საფრთხედ განიხილეს (1992 წლიდან, დედამიწის საშუალო გლობალური ტემპერატურა 0,5 გრადუსით გაიზარდა, ხოლო ნახირორჟანგის წლიური  გამოყოფა  - 62%-ით). ამავე პერიოდში, შემცირდა მტკნარ წყალზე ხელმისაწვდომობა, შემცირდა ტყეების ტერიტორიების რაოდენობა და გაიზარდა ოკეანეში "მკვდარი ზონების" ზომა (მათში ცოტა ჟანგბადია).  მეცნიერების თქმით, ბოლო 25 წლის განმავლობაში, დედამიწის მოსახლეობა 2 მილიარდით გაიზარდა, მაშინ როცა სხვა ძუძმწოვრების პოპულაცია, ისევე როგორც ქვეწარმავლების, ამფიბიებისა და თევზების რაოდენობა, თითქმის 30%-ით შემცირდა.  ექსპერტებმა პლანეტის ეკოსისტემაზე ადამიანის ნეგატიური გავლენის აღმოსაფხვრელად 13 ზომა მიიღეს. მათ შორისაა - ნაკრძალების შექმნა, საკვები პროდუქტების ნარჩენების შემცირება და მწვანე ტექნოლოგიების დამკვ...

13 ნოემბერს ცაზე ვენერა და იუპიტერი გამოჩნდება.

13 ნოემბერს, დილისკენ, ევროპის კონტინეტზე ცაზე პლანეტა იუპიტერი და ვენერა  გამოჩნდებიან , რომლებიც ერთმანეთთან უახლოეს დისტანციაზე იქნებიან. მათი დანახვა ტელესკოპების გარეშეც იქნება შესაძლებელი.  ყველაზე კარგი დრო სანახაობისთვის, მზის ამოსვლამდე 40 წუთით ადრე პერიოდია.

მეცნიერებმა ცუნამის ყველაზე ადრინდელი მსხვერპლის თავის ქალა იპოვეს.

მეცნიერებმა ცუნამის ყველაზე ძველი მსხვერპლის თავის ქალა იპოვეს. ამის შესახებ  BBC  წერს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თავის ქალა 6 ათასი წლისაა.ქალა 1929 წელს ქალაქ აიტაპის მახლობლად აღმოაჩინეს, თუმცა კონკრეტული კვლევის შედეგები ახლა გახდა ცნობილი.მათივე მტკიცებით, აღნიშნული ტერიტორია სანაპირო ზოლი იყო, რომელსაც 6000 წლის წინ ცუნამი დაატყდა თავს.ისინი ფიქრობენ, რომ 6 ათასი წლის წინ ეს ადამიანი სწორედ ცუნამიმ იმსხვერპლა."ჩვენ დავასკვენით, რომ ამ ადამიანი, რომელიც დიდი ხნის წინ გარდაიცვალა, მსოფლიოში ყველაზე ძველი ცუნამის მსხვერპლია", - ამბობს პროფესორი გოფი.მკვლევრებმა განაცხადეს, რომ გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, სანაპირო ზონებში აქამდე არსებული სხვა არქეოლოგიური აღმოჩენები უნდა გადაიხედოს.

Google-ის ახალი ტელეფონების მთავარი ხარვეზები დასახელდა.

ოქტომბრის მეორე ნახევარში Google-ის ახალი სმარტფონების Pixel 2-სა და Pixel 2 XL-ს გაყიდვა  დაიწყო . ჟურნალისტებმა ტელეფონებზე, რომლებიც 650-850 დოლარი ღირს, პოზიტიური მიმოხილვები დაწერეს, თუმცა მომხმარებლები მთელი რიგი პრობლემების წინაშე  აღმოჩნდნენ . 1.მკრთალი ფერები Pixel 2 XL-ის ეკრანი sRGB-ის სტანდარტით არის აწყობილი, როცა კონკურენტი კომპანიები უფრო ფართო სპექტრის ფერებს იყენებენ. საბოლოო ჯამში, Google-ს ტელეფონში გამოსახულება უფრო ბუნდოვანია. კომპანია გეგმავს ეს პრობლემა პროგრამულად გამოასწოროს. კერძოდ, ტელეფონის განახლების შემდეგ ეკრანის ფერად პროფილზე გადართვა იქნება შესაძლებელი. 2. "ხედვის კუთხეები" Google Pixel 2 XL-ის კიდევ ერთი უარყოფითი მხარე ის არის, რომ მას გვერდიდან თუ შევხედავთ, გამოსახულებას ლურჯი ფერი გადაჰკრავს. 3. უცნაური ხმები სმარტფონის მომხმარებლები აცხადებენ, მათ უსიამოვნებებს უქმნით ხმები, რომელსაც მათი მობილური ტელეფონი გამოსცემს. ზოგიერთი მათგანის თქმით, კომპანიამ მათ სმარტფონების შეცვლა შესთავაზა. Pixel 2-ი...