Skip to main content

Posts

Showing posts from July 8, 2017
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

მეგა შოუ "ცეკვავენ ვარსკვლავები დასრულდა". ფინალური ეპიზოდი ძალზედ ემოციური გამოდგა (+ ვიდეო)

ტელეკომპანია "იმედის" მეგა შოუ "ცეკვავენ ვარსკვლავები" დასრულდა. მეშვიდე, საერთაშორისო სეზონის გამარჯვებული მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი გახდა. მისი მეწყვილე პროექტში ჯულიანა ბარგნარი იყო. გიორგი ბახუტაშვილისა და ჯულიანა ბარგნარის წყვილი ფინალში ირაკლი მაქაცარიასა და სალომე ჭაჭუას წყვილს დაუპირისპირდა. ფინალურ ტურში ორივე წყვილმა პასადობლე შეასრულა. "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეშვიდე სეზონის გამარჯვებულს მთავარი პრიზი, ბინა გადაეცა. იხილეთ ცეკვები იხილეთ ფინალური ცეკვა იხილეთ ირაკლი მაქაცარიას მიერ ფინალში შესრულებული ცეკვა

"მე ვიცი, რას ნიშნავს იცხოვრო სამშობლოსთან ახლოს, მაგრამ მაინც, მისგან ძალიან შორს იყო", - საქართველოზე უკიდეგანოდ შეყვარებული ამერიკელი - ივან ველბერი თავის ემოციებს გვიზიარებს.

"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებით ვარ დაინტერესებული... მე ვიცი, რას ნიშნავს იცხოვრო სამშობლოსთან ახლოს, მაგრამ მაინც, მისგან ძალიან შორს იყო", - საქართველოზე უკიდეგანოდ შეყვარებული ამერიკელი - ივან ველბერი თავის ემოციებს გვიზიარებს.  - როდის და რა მისიით ჩამოხვედით საქართველოში? - 2013 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტი დავამთავრე - ბაკალავრის ხარისხი მაქვს პოლიტიკურ მეცნიერებაში. მოგზაურობა მჭირდებოდა თუნდაც იმისათვის, რომ წიგნში ნასწავლი კონცეფციები და თეორიები უკეთესად გამეგო საკუთარი გამოცდილებით. თავიდან ირანში წასვლა და სპარსული ენის ცოდნის განმტკიცება მინდოდა. თუმცა, იმის გამო, რომ ამერიკელი ვარ, იქ სწავლის ან მუშაობის უფლების მოპოვება გამიჭირდებოდა. მერე ტაჯიკეთში წავედი და იქ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებით დავინტერესდი, რუსული ენა ვისწავლე. შემდეგ ყაზახეთსა და ყირგიზეთში ვიმოგზაურე. ვინც საქართველოში ნამყოფი იყო, ყოველთვის დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით ლაპარაკობდა ამ ქვეყანაზე. იმანაც გამაკვირვა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში უამრავი ქართული რესტორანი იყო,...

ირაკლი მაქაცარიმ DWTS-ში მეორე ადგილი დაიკავა.

ირაკლი მაქაცარიას და სალომე ჭაჭუას ცეცხლოვანი შესრულება. იხილეთ ვიდეო ცეკვავენ ვარსკვლავების ვიდეოები .

გამარჯვებული წყვილი. გიორგი და ჯულიანა

გიორგი ბახუტაშვილი და ჯულიანა ბარგნარი. გამარჯვებული წყვილის შთამბეჭდავი დრამატული ცეკვა. ეს უნდა ნახოთ - ვიდეო ცეკვავენ ვარსკვლავების ვიდეოები