ა ლბუკერკეს გარეუბანში (აშშ) სისტემამ "ჭკვიანი სახლი" სავარაუდო თავდასხმაზე პოლიცია გააფრთხილა. ქალსა და მამაკაცს შორის ჩხუბის დროს (სახლში იმყოფებოდა მათი გოგონაც) გაჯეტის დინამიკმა, დააფიქსირა მამაკაცის აგრესიული ტონით ნათქვამი ფრაზა (ცოლის მიმართებით) "შენ რა პოლიცია გამოიძახე?!". გაჯეტმა კი ეს ფრაზა აღიქვა როგორც ბრძანება,მოქმედება და გამოიძახა პოლიცია. სისტემამ დამოუკიდებლად აკრიფა ნომერი 911. ადგილზე მისულმა პოლიციამ, გამოიყვანა ქალი და ბავშვი. ხოლო მამაკაცი კი დააკავეს. ამასთანავე ქალი იყო ნაცემ მდგომარეობაში, მაგრამ ექიმების დახმარებაზე უარი განაცხადა. პოლიციელებმა აღნიშნეს ისიც, რომ სისტემამ ითამაშა გადამწყვეტი როლი, რომ არა სისტემა ქალი ახლა შეიძლება მკვდარი ყოფილიყო. მამაკაცს ასამართლებენ ერთდროულად რამდენიმე მუხლით, ახლა ის სასამართლოს ელოდება. წყარო - vokrugsveta.ru