Skip to main content

Posts

Showing posts from January 25, 2020
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

ჩინეთიდან საქართველოში შემოსული მგზავრები შემოწმდებიან

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შემოწმდებიან. მისი თქმით, აეროპორტში ექიმები იმყოფებიან და ეპიდემიოლოგიური სამსახური მუშაობს. „მგზავრები შემოწმდებიან ისე, როგორც ამას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვეუბნება. ეს მოიცავს სიმპტომების შეფასებას. პირველ რიგში, მგზავრს უნდა ჰქონდეს საინფორმაციო ბუკლეტი, სადაც მითითებულია საყურადღებო სიმპტომები. მოხდება თერმული სკრინინგი და შემდეგ, 38 გრადუსი და მეტი ვისაც ექნება ტემპერატურა, ასეთი მგზავრი თუ გამოჩნდება, მას ექნება საშუალება, გაიაროს საწყისი წინასწარი შეფასება ადგილზე, აეროპორტშივე, ვიდრე მოხდება მისი გამოშვება აეროპორტიდან ან გადამისამართება პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში. რაც შეეხება შეზღუდვებს მგზავრობასთან დაკავშირებით, როგორც მოგეხსენებათ აქამდე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კონკრეტულ კორონავირუსთან მიმართებით არ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. ამიტომ, ჯერჯერობით ვინარჩუნებთ პრევენციული ზომების გააქტიურების რეჟიმში მუშა...

თურქული ტელევიზიის სტუდიაში ძლიერი მიწისძვრის დროს ყველაფერმა რყევა დაიწყო - ნახეთ რეაქცია (ვიდეო)

დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა თურქეთში. სტიქიური უბედურების ამსახველი არაერთი ფოტო და ვიდეო მასალა ვრცელდება სოციალურ ქსელში. ერთ-ერთ ადგილობრივ ტელევიზიაში სტუმრებს, პირდაპირი ეთერი სწორედ მიწისძვრამ შეაწყვეტინა. შეგახსენებთ, თურქული მედიის ცნობით, 24 იანვარს, 21:55 წუთზე თურქეთში, ქალაქ მალატიაში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6.9 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი ქალაქი მალატიაა, სადაც 762 000 ადამიანი ცხოვრობს. აშშ-ის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით მიწისძვრა იგრძნობოდა სირიასა და სომხეთშიც.  ბიძგები იგრძნეს საქართველოშიც - სამცხე-ჯავახეთში. ©️ - primetime.ge  გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე | Follow Us on FaceBook