წარმოვიდგინოთ სცენარი, რომელშიც სახელმწიფოებს კორონავირუსის პანდემიის საპასუხოდ კარანტინი არ გამოუცხადებიათ: კვლევათა მიხედვით, არსებობს იმის დიდი შანსი, რომ ასეთ შემთხვევაში დღეისთვის COVID-19-ით ასობით მილიონ ადამიანზე მეტი იქნებოდა ინფიცირებული. ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის გლობალური პოლიტიკის ლაბორატორიის მკვლევრებმა ის 1,700-ზე მეტი საპრევენციო ზომა გააანალიზეს , რომელიც ექსვმა ქვეყანამ, აშშ-მ, ჩინეთმა, სამხრეთ კორეამ, იტალიამ, საფრანგეთმა და ირანმა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიიღეს. შესწავლილ შეზღუდვებს შორის იყო მოგზაურობის აკრძალვა, სკოლების დახურვა, რელიგიური ცერემონიების შეჩერება, ღონისძიებების გაუქმება და თვითიზოლირება. მეცნიერებმა გამოითვალეს, რომ აშშ-ში მოქალაქეთა გადაადგილებისა და კონტაქტის ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ინფიცირებულთა რაოდენობა 3 მარტიდან 6 აპრილამდე თითქმის ყოველ ორ დღეში გაორმაგდებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ დღეისთვის ქვეყანაში 60 მილიონზე მეტი დაავადებული შეიძლებოდა ყოფილიყო (აშშ-ში ამ დროისთვის 2 მილიონზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული). საკარა...