რუსეთი, ეკატერინბურგი. რამდენიმე დღის წინ ეკატერინბურგის ზოოპარკში დაიბადა ლომის 2 ბოკვერი, რომლებსაც ლეონი და საიმონი შეარქვეს. ბოკვრები იცხოვრებენ ზოოპარკში 1-1,5 წლამდე, სანამ ლომი არ მიიღებს მათ როგორც კონკურენტები. ზოოპარკის ადმინისტრაციას ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტიათ, წავლენ თუ არა ლომის ბოკვრები "გაცვლითი პროგრამით" სხვა ზოოპარკში. წყარო - vokrugsveta.ru