Skip to main content

Posts

Showing posts from March 2, 2017
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

ვინ არის ტელეკომპანია "რ2"-ის დირექტორობის კანდიდატი?

ქიბარ ხალვაშმა, ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა, რომ რუსთავი-2-ის დირექტორობის მისთვის სასურველ კანდიდატებში პირველი, არხის დამფუძნებელი  დავით დვალია . ხალვაშის თქმით, რაც შეეხება ტელეკომპანიის წილებს, მან ტელევიზიის დამფუძნებლებს დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს არათუ არხის 50%-იანი წილი, როგორც ეს მანამდე საჯაროდ ითქვა, არამედ 100%-იც კი დაუთმოს. "მე არ მჭირდება ტელევიზია ჩემი ინტერესების დასაცავად. მე კომერსანტი ვარ. არ ვაპირებ არხის გაყიდვას, მაგრამ ვერ დაგპირდებით, რომ მთელი ცხოვრება დავიტოვებ ტელევიზიას", - თქვა ხალვაშმა. დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. ეს გადაწყვეტილება დიდმა პალატამ დღეს საღამოს მიიღო. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. არხის მოქმედი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია  ამბობს , რომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგში გაასაჩივრებს. ...

სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. ეს გადაწყვეტილება დიდმა პალატამ ცოტა ხნის წინ მიიღო. უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისა და მისი მფლობელების, ძმებ ლევან და გია ყარამანიშვილების საკასაციო საჩივარი განიხილა. ტელეკომპანიის წილებთან დაკავშირებული დავა უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და ახალი გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში შედიოდნენ: თოდუა, გვენეტაძე, როინიშვილი, გასიტაშვილი, ქათამაძე, ალავიძე, ვაჩაძე, ძლიერეიშვილი, შავლიაშვილი. ორივე მხარე მოსამართლეების აცილებას ითხოვდა. მთელი დღის განმავლობაში უზენაეს სასამართლოსთან "რუსთავი 2"-ისა და მისი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობდა. სასამართლოს გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ კი განაცხადეს, რომ ისინი "რუსთავი 2"-თან გადაინაცვლებენ. წყარო - imedinews.ge ...