ყოველი მეათე ადამიანი თამბაქოს მოხმარებისაგან კვდება. როგორია საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგები.
თ ამბაქოს მოხმარება მსოფლიოში ყოველი მეათე ადამიანის სიკვდილს იწვევს. ამის შესახებ ახალი კვლევა იტყობინება, რომელიც ჟურნალ The Lancet -ში გამოქვეყნებულ 2015 წლის ანალიზს ეყრდნობა. მეცნიერების მონაცემებით, სიკვდილიანობა შეიძლება უფრო გაიზარდოს, რადგან თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები აგრესიულად ერთვებიან ახალ ბაზარში, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში.