ჩრდილოეთ იტალიაში მდებარე ვენახში გათხრების დროს არქეოლოგებმა მესამე საუკუნის მოზაიკური იატაკი იპოვეს, რომელიც რომაულ ვილას ეკუთვნოდა. ვერონასთან ახლოს უძველესი რეზიდენციების კვალი ჯერ კიდევ 1922 წელს იპოვეს, თუმცა ადგილზე არქეოლოგები კვლევების გასაგრძელებლად თითქმის საუკუნის შემდეგ დაბრუნდნენ. მკვლევართა გუნდმა ტერიტორიის შესწავლა გასულ ზაფხულს დაიწყო, თუმცა პანდემიის გამო სამუშაოები დროებით შეწყდა. "ათწლეულების განმავლობაში უამრავი უშედეგო მცდელობის შემდეგ, ვერონაში მდებარე ვილის იატაკისა და საძირკველის ნაწილს, რომელიც მეცნიერებმა საუკუნის წინ აღმოაჩინეს, როგორც იქნა ნათელი მოეფინა", — განაცხადა ერთ-ერთმა კვლევარმა. გათხრების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ კი გუნდმა მიწისქვეშ მოზაიკა იპოვა. მათ როგორც კრამიტები, ასევე ვილის საძირკვლის ნაწილიც აღმოაჩინეს. იმისთვის, რომ ეს არქეოლოგიური განძი ხელმისაწვდომი გახდეს, მკვლევრები ოფიციალურ წარმომადგენლებთან და ვენახის მეპატრონეებთან თანამშრომლობას გეგმავენ. პროცესს საკმაოდ დიდი დრო და რესურსები დასჭირდება. A NEGRAR U...