ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსი ვახტანგ ლომჯარია რეკომენდაციას ავრცელებს, როგორ უნდა მოიქცეს, ადამიანი, თუ ძაღლი უკბენს, დაკაწრავს, ან დადორბლავს. ლომჯარიას რეკომენდაციით, ძაღლის მიერ ნებისმიერი დაკაწვრის, დაკბენის, დადორბვლის შემთხვევაში აუცილებელია, რომ დაუყოვნებლივ მივმართოთ რაბიოლოგს, მაშინაც კი თუ ცხოველი იყო აცრილი. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.