Skip to main content

Posts

Showing posts from July 21, 2017
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

ძლიერი მიწისძვრა თურქეთსა და საბერძნეთში. არის მსხვერპლიც.

თურქეთში მიწისძვრის შედეგად 360-მდე ადამიანი დაშავდა თურქეთის სანაპიროებთან მომხდარი მიწისძვრის შედეგად სამედიცინო დახმარება სულ მცირე 358 ადამიანს დასჭირდა. ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით  Rappler  წერს. აჰმედ დერმიჯანის განცხადებით, 272 ადამიანი სხვადასხვა სახის დაზიანებებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათგან 25 დაშავებული ამ დრომდე კლინიკებში რჩევა. 6,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთის სანაპიროებთან ეგეოსის ზღვაში  მოხდა .  სეისმოლოგების ცნობით, ეპიცენტრი საკურორტო ქალაქ ბოდრუმიდან 10 კილომეტრის და საბერძნეთის კუნძულ კოსიდან 16 კილომეტრის მოშორებით მოხდა. ამიტომაც მიწისქვეშა ბიძგები ორივე ქვეყანაში იგრძნობოდა. საბერძნეთში მიწისძვრას 2 ადამიანი  ემსხვერპლა . მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ მცირე ზომის ცუნამიც წარმოიშვა.  ძლიერ მიწისძვრას საბერძნეთის კუნძულ კოსზე 2 ადამიანი  ემსხვერპლა . მაშველებმა დანგრეული შენობიდან 3 ადამიანი ამოიყვანეს. თურქეთის ქალაქ მუგლაში ჰოსპიტალიზებულია რამდენიმე ადამიანი. რა...

დიდი ბრიტანეთი, საუტგემპტონი. | რუბრიკა #დღის ფოტო

დიდი ბრიტანეთი, საუტგემპტონი. მუშები, ასევე ცნობილები როგორც სტივიდორები, საუტგემპტონის გემბანზე ყოველდღიურად ამოწმებენ ასობით ახალ ავტომობილს.  მოსალოდნელია, რომ 2017 წელს სატვირტო გემებით დიდი ბრიტანეთიდან, მთელს მსოფლიოში იქნება 950 000-ზე მეტი ავტომობილი გაგზავნილი. | Tsj group წყარო - vokrugsveta.ru