Skip to main content

Posts

Showing posts from March 17, 2020
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უჰანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა?

ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც კორონავირუსის ინფექცია მსოფლიო მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მთავარ თემად იქცა. შესაბამისად, ამ პრობლემის გარშემო ბევრი ჭორი გავრცელდა. ამბობენ , რომ ახლად გავრცელებული ეპიდემია ლაბორატორიიდან საშიში ვირუსის გაჟონვის შედეგია და ეს პათოგენი ჩინეთის მთავრობამ უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში შექმნა. ამ თეორიის უბრალოდ უგულებელყოფა არ გამოდის იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ ქალაქში ასეთი ინსტიტუტი ნამდვილად არსებობს და იქ საშიშ ინფექციებზეც ნამდვილად მუშაობენ. საინტერესოა, რამდენად რეალურია შეთქმულების ეს თეორია? რა ხდება სინამდვილეში უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში? რატომ გაჩნდა ახალი ვირუსის გარშემო კონსპირაციული თეორიები? 2020 წლის დასაწყისიდან კორონავირუსის ეპიდემიამ ახალი ინფექცია მთელ მსოფლიოში მთავარ თემად აქცია. მის გარშემო სხვადასხვა ჭორი თუ შეთქმულების თეორია სწრაფად გავრცელდა. ზოგი ამბობდა, რომ ინფექციისგან იცავს ისეთი გამოგონილი მეთოდები, როგორიც არის დიდი რაოდენობით C ვიტამინის ან ნივრის მიღება. სხვები დასძენდნენ, რომ ვირუსის შედეგად ...

კანონპროექტით, კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან

კარანტინის (თვითიზოლაციის) წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და იურიდიული პირის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით. ამის შესახებ ნათქვამია ცვლილებების პროექტში, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უნდა შევიდეს. ამასთან ერთად, ცვლილებების შეტანა იგეგმება სისხლის სამართლის კოდექსშიც. კარანტინის წესის განმეორებით დარღვევისთვის ფიზიკური პირისთვის გათვალისწინებულია შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე. რაც შეეხება იურიდიულ პირს, ის ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით. საქართველოში კორონავირუსი 34 ადამიანს დაუდასტურდა , მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა . ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა . დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდ...

ჩვენი "ფეისბუქ" გვერდი წაშლილია

გარკვეული მიზეზების გამო ჩვენს "ფეისბუქ" გვერდს პრობლემები შეექმნა და წაიშალა. სწორედ ამიტომ გაქრა ამ გვერდიდანაც ყველა ფასეული პოსტი. ვწუხვართ მომხდარის გამო და ვცდილობთ მის აღდგენას, თუმცა იმედი არ გვაქვს. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდა მისი აღდგენა, ჩვენ გვაქვს სათადარიგო გვერდი, რომელზეც ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება მუშაობა. აქვე დავძენ, რომ ჩვეულ რეჟიმში მუშაობს ყველა ჩვენს დაქვემდებარებაში არსებული გვერდი და ვებგვერდი. (Youtube, Twitter, tsjgroup.blogspot.com ) გმადლობთ ერთგულებისთვის! For some reason, our Facebook page encountered problems and was deleted. We regret what happened and try to recover it, but we have no hope Fortunately, we have a spare page on which we will continue to work as usual. I would also like to note that all of our affiliate sites operate normally. (Youtube, Twitter, tsjgroup.blogspot.com ) Thank you for your loyalty! ©️ - გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjgroupge | Follow Us on FaceBook - fb.com/tsjgroupge