YouTube-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადმა ვლოგერმა, ლაივ-სტრიმის დროს სიტყვა "nigger" წარმოსთქვა, რის გამოც მას ფერადკანიანების წინააღმდეგ რასიზმში ადანაშაულებენ. ამის შესახებ BBC წერს. 27 წლის შვედი "იუთუბერი", რომლის ნამდვილი სახელია ფელიქს შელბერგი, ლაივ-სტრიმში ვიდეოთამაშს თამაშობდა, როდესაც სიტყვა "nigger" წამოცდა. მან იმ წუთასვე ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ "ცუდი გაგებით არ მიგულისხმია", თუმცა სოცქსელებში ის რასიზმში დაადანაშაულეს. სიტყვა"nigger"-ით ფერადკანიანებს თეთრკანიანი ამერიკელები მიმართავდნენ მონათმლობელობის დროს, ამიტომ დღეს ეს მიმართვა ადამიანის ეთნიკური წარმომავლობის შეურაცხყოფად მიიჩნევა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედია PewDiePie-ს რასისტულ კომენტარებზე განრისხდა. თებერვალში , Disney-ს შვილობილმა კომპანიამ Maker Studios-მა, შელბერგთან კონტრაქტი ანტისემიტური ხუმრობის გამო გააუქმა. ამასთან დაკავშირებით, PewDiePie-მ ვიდეო ჩაწერა, სადაც მოუხადა ბოდიში ყველას, ვისი ეთნიკური გრძნობები შეურა...