თეირანში ჩამოვარდნილი უკრაინული ავიალაინერის შავი ყუთის გაშიფრვა გრძელდება. Boeing 737-800-ზე თავდასხმის საქმის გამოძიებაში ყველა ის ქვეყანა მონაწილეობს, რომლის მოქალაქეებიც 8 იანვარს მომხდარ ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ. ეგრეთ წოდებული შავი ყუთების გაშიფრვას ირანელი და უკრაინელი ექსპერტები ცდილობენ. ორივე ბორტჩამწერი ძლიერად არის დაზიანებული. ამიტომ, თუ მათზე ჩაწერილი ინფორმაციის წაკითხვა ვერ მოხერხდა, შესაძლოა ირანს შავი ყუთების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაგზავნა მოუწიოს. მაგალითად, კანადასა და საფრანგეთში, რომლებიც მსგავსი სამუშაოებისთვის გაცილებით თანამედროვე ტექნოლოგიებს ფლობენ. შავი ყუთი რთულად ზიანდება და იოლი აღმოსაჩენია? ეგრეთ წოდებული შავი ყუთი იგივე საბორტო თვითჩამწერი განსაკუთრებული მეთოდით დაცული ჩამწერი აპარატია, რომელიც კომპიუტერის მყარი დისკის ან მეხსიერების ბარათის მსგავსია. აქ რეგისტრირდება და ინახება ფრენის პარამეტრებისა და ავიალაინერის მუშაობის შესახებ ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ასევე - პილოტის კაბინაში მიმდინარე დიალოგი. ადრე ეს კომპონენტები ერთმანეთისგან დამ...