Skip to main content

Posts

Showing posts from January 17, 2019
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

დაე, იცნობდეთ ამ ადამიანებს!

სოციალური ქსელის მომხმარებლები, დღეს დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურებიან. ფეისბუქ გვერდი " დიდი დიღომი - Didi dighomi " უკვე უამრავ საქველმოქმედო პოსტს იტევს. მოქალაქეები, დაშავებულებსა და დაზარალებულებს დახმარებას სთავაზობენ სრულიად უსასყიდლოდ.  მეც ვემხრობი სოც. ქსელის ერთ-ერთ მომხმარებელს და დაე, იცნობდეთ ამ ადამიანებს ! იხილეთ, თამარა პარასკებაშვილის პოსტი უცვლელად.                            შეგახსენებთ, 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლილია 4 ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი 4 წლის გოგონაა. დატრიალებული ტრაგედიის გამო 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. ფოტო - თამარა პარასკებაშვილი გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისი" დიღომში მომხდარ აფეთქებაზე განცხადებას ავრცელებს

"ყაზტრანსგაზ-თბილისი" დიღომში მომხდარ აფეთქებაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს და ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს. „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მუშაობს საგანგებო რეჟიმში. ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება. კომპანიის ხელმძღვანელები პირველივე წუთებიდანვე იმყოფებიან შემთხვევის ადგილზე. დეტალების დაზუსტების შემდეგ გაკეთდება ოფიციალური განცხადება. კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს"- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დიდ დიღომში იმ კორპუსის მცხოვრებლები, სადაც აფეთქება მოხდა, აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში იგრძნობოდა გაზის სუნი. მათ დახმარებისთვის ყაზტრანსგაზს მიმართეს. სპეციალისტებმა ადგილზე დაზიანების კერა ვერ აღმოაჩინეს. ყაზტრანსგაზის თანამშრომლები ამჟამად დიდი დიღმის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან. ბოლო მონაცემებით, დიღომში აფეთქების შედეგად დაღუპულია 4 დაშავებულია 7 ადამიანი, მათგან 6 ბავშვია. წყარო - imedinews.ge  გამოგვი...