Skip to main content

Posts

Showing posts from February 16, 2020
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

ვინ გვსტუმრობს შობას: 7 შიშის მომგვრელი ისტორია

თუ თქვენ აღარ გაკვირვებთ თოვლის ბაბუა და თოვლის ქალწული, მაშინ ამ სტატიაში ჩვენ შეგახვედრებთ 7 ა რც ისე ცნობილ საშობაო არსებას, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.  ზოგი მათგანი დღესასწაულებზე ჩნდება, რათა გაახაროს ადამიანები, ზოგიც კი მოუსვენრების დასასჯელად გვევლინება. ტიო დე ნადალი ( Tió de Nadal ) ანდორასა და ესპანეთში, დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე სახლებთან, საშობაო ველზე დგამენ ხის მოგრძო მორს, რომელსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს ორი ან ოთხი ფეხი, გადაჭრილ ნაწილზე კი მომღიმარ სახეს ახატავენ.  ეს მხიარული არსება რომ არ გაიყინოს, პლედს აფარებენ. კარაკონგული ( Kallikantzaros ) კარაკონგული ან წმინდა დემონი 25 დეკემბრიდან 6 იანვრის ჩათვლით ბალკანეთის ქუჩებში დაიარება. როგორც წესი, ეს არსება მუქი ფერისაა და ბეწვით არის დაფარული, ხოლო ადამიანის კიდურები ჩანაცვლებულია ცხოველური კიდურებით. კარაკონგულები დედამიწის ზედაპირზე შობის დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე ამოდიან - ინტრიგების მოსაწყობად.  შობამდე დარჩენილ დროს ისინი მიწისქვეშ ატარებენ. ლეგე...