რუსეთში ქალაქ კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძრის დროს, ახალგაზრდა კაცი მესამე სართულიდან გადმოხტა, თუმცა პირდაპირ მისი დაჭერა ვერ მოხერხდა, რადგან ჯერ პროჟექტორზე დაეცა, შემდეგ კი შესასვლელი კარის სახურავზე. ამჟამად მისი მდგომარეობა უცნობია. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ქალაქ კემეროვოში სავაჭრო ცენტრში ხანძრის გაჩენის საქმეზე 4 ადამიანი, მათ შორის დირექტორი დააკავეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს. უკვე დაკითხულია 60 ადამიანი, სისხლის სამართლის საქმე კი 3 მუხლით აღიძრა. ხანძარი სავაჭრო ცენტრის მეოთხე სართულზე გუშინ გაჩნდა და მისი ჩაქრობა უკვე მოხერხდა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 53 ადამიანი, მათ შორის 9 ბავშვია. ხანძრის შედეგად 82 ადამიანი დაშავდა, 16 კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. IMEDINEWS.GE