კანადაში ძლიერი ყინვისგან ნიაგარას ჩანჩქერი თითქმის მთლიანად გაიყინა. ჰაერის ტემპერატურა 57 წლის განმავლობაში პირველად, -23 გრადუსამდე დაეცა. სანახაობა ერთგვარი სიურპრიზი გახდა ტურისტებისთვის . მეტეოროლოგები ჰაერის ტემპერატურის კიდევ დაცემას ვარაუდობენ, რაც იმას ნიშნავს რომ ჩანჩქერი შესაძლოა მთლიანად გაიყინოს. ისტორიული მონაცემების მიხედვით ნიაგარას ჩანჩქერი 1848 წელს მთლიანად გაიყინა.