2020 წლის 9 თებერვალს, ოსკარების დაჯილდოების რიგით 92-ე ცერემონია გაიმართა. თითქოს საღამო მშვიდად მიმდინარეობდა, თუმცა ყველასათვის მოულოდნელად სცენა ემინემმა დაიკავა და სიმღერა "Lose Yourself" შეასრულა. რეპერის სცენაზე დაბრუნების შემდეგ ემოციის დამალვა მარტივი არ აღმოჩნა, მითუმეტეს, როცა ამ შესრულებას არავინ ელოდა. როგორც აღმოჩნდა, გაკვირვება განსაკუთრებით იდინა მენზელსა და ბილი ეილიშს შეეტყოთ. აღსანიშნავია ისიც, რომ სცენაზე გამოსვლის შემდეგ შემსრულებელმა "ტვიტერზე" დაპოსტა, რომ მადლობას უხდიდა ყველას, რათა 92-ე ცერემონიაზე გამოსვლის შესაძლებლობა მიეცა, ეს მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით რომ 2003 წელს, როდესაც "Lose Yourself"-მა პრემია "ოსკარი" საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის მიიღო, შემსრულებელი არ იმყოფებოდა დაჯილდოებაზე. ერთ-ერთ ინტერვიუში ემინემმა განაცხადა, რომ "ოსკარის" მიმდინარეობის დროს სახლში იყო და "ეძინა". მას არ ეგონა, რომ გამარჯვების შანსი ჰქონდა. "Look, if...