Skip to main content

Posts

Showing posts from June 23, 2020
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

ალცჰაიმერის განვითარება სიღარიბესთან შეიძლება იყოს კავშირში

თავის ტვინში ალცჰაიმერისთვის დამახასიათებელი პათოლოგიური ცვლილებები სიღარიბეში ცხოვრებასთან არის კავშირში — ვკითხულობთ ჟურნალში, JAMA Network Open, გამოქვეყნებულ კვლევაში . მეცნიერებმა ორგანოთა დონაციის 2 ცენტრიდან აღებული 427 ადამიანის თავის ტვინი გამოიკვლიეს. ამის შემდგომ მკვლევარებმა მათი საცხოვრებელი მისამართები მოიძიეს და ისინი სოციო-ეკონომიკური სიდუხჭირის მიხედვით 10-ბალიან შკალად დაყვეს. გამოკვლეული თავის ტვინების თითქმის 90%-ზე მეტს ალცჰაიმერის დაავადებისთვის დამახასიათებელი დაზიანებები (ამილოიდური ფოლაქები და ნეიროფიბრილარული გორგლები) აღენიშნებოდათ. ასეთი დაზიანებები ყველაზე მკვეთრად ღარიბი უბნების მაცხოვრებლებში იყო გამოხატული. როგორც მონაცემების საბოლოო ანალიზმა გამოკვეთა, სიდუხჭირის შკალაზე ერთი ბიჯი თავის ტვინში ალცჰაიმერისთვის დამახასიათებელ დაზიანებათა სიმძიმეს 8%-ით ზრდიდა. სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ მათ კვლევაში ყველაზე ღატაკი უბნების მცხოვრებელთა თავის ტვინები დიდი რაოდენობით არ იყო წარმოდგენილი. ეს, შესაძლოა, ორგანოთა დონაციის ბანკების ზოგადი მახასიათებლ...

ციმბირის ქალაქში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა

ციმბირის ერთ პატარა ქალაქში ტემპერატურამ 20 ივნისს თითქმის 38 გრადუს ცელსიუსს მიაღწია, რაც არქტიკული წრის ჩრდილოეთ ნაწილისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთის ამ რეგიონში ტემპერატურა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ეს კი კლიმატის ცვლილებების შედეგია, რომელმაც არქტიკული წრის ამინდი მნიშვნელოვნად შეცვალა. ქალაქი ვერხოიანსკი დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე ცივი ადგილია, სადაც გასულ ნოემბერს ტემპერატურა დაახლოებით -60 გრადუს ცელსიუსამდე დაეცა. 20 ივნისამდე ციმბირი უკვე განიცდიდა რეკორდულ დათბობას. აქ მიმდინარე წლის მაისში ჩვეულ ტემპერატურაზე 10 გრადუსით მეტი დაფიქსირდა და შედეგად 1979 წლიდან მოყოლებული (როდესაც ჩანაწერების კეთება დაიწყო) ციმბირში ყველაზე ცხელ მაისად იქცა. "ეს ნამდვილად შემაშფოთებელი რიცხვებია, თუმცა ამ რეგიონში უჩვეულოდ თბილი მხოლოდ მაისი არ ყოფილა — მთელი ზამთრისა და გაზაფხულის განმავლობაში ტემპერატურის მატების პერიოდები მუდმივად ფიქსირდებოდა", — განაცხადა კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურის მეცნიერმა ფრეია ვამბორგმა. მკვლევართა თქმით, იან...