Skip to main content

Posts

Showing posts with the label დედამიწის გარშემო
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

სად იმყოფება მასკის Tesla Roadster-ი კოსმოსში გაშვებიდან ორი წლისთავზე

უკვე ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა საკუთარი Tesla Roadster-ი SpaceX-ის რაკეტა Falcon Heavy-თ კოსმოსში გაუშვა. ამ დროის განმავლობაში, მანქანამ საკმაოდ ბევრი იმოგზაურა. პროგრამისტმა ბენ ბირსონმა შექმნა ვებგვერდი „ სად არის Roadster-ი? “, რომელიც რეალურ დროში გვეუბნება, სად არის იმ მომენტისთვის მასკის წითელი მანქანა და მძღოლის ადგილას მოკალათებული მანეკენი, სახელად „სტარმენი“. ვებგვერდის მიხედვით, 2018 წლის 6 თებერვლის შემდეგ, მანქანამ კოსმოსში უკვე 1,6 მილიარდ კილომეტრზე მეტი გაიარა. Tesla Roadster-ი მზის გარშემო წარმოუდგენლად დიდი სიჩქარით მოძრაობს, კვეთს დედამიწის, მარსისა და ვენერას ორბიტებს. ის ამჟამად მზის გარშემო უკვე მეორე წრეზეა და როგორც მეცნიერებმა გამოთვალეს, 2091 წლისთვის ის დედამიწას რამდენიმე ასეული კილომეტრის მანძილზე მოუახლოვდება. აუცილებლად გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ გათვლებია და მანქანის ზუსტი თვალთვალი შეუძლებელია. გეტყვით იმასაც, რომ ვერც მანქანა და ვერც მისი მანეკენი მძღოლი კოსმოსში დიდხანს ვერ გაძლებს, დროთა განმავლობ...

ვინ გვსტუმრობს შობას: 7 შიშის მომგვრელი ისტორია

თუ თქვენ აღარ გაკვირვებთ თოვლის ბაბუა და თოვლის ქალწული, მაშინ ამ სტატიაში ჩვენ შეგახვედრებთ 7 ა რც ისე ცნობილ საშობაო არსებას, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.  ზოგი მათგანი დღესასწაულებზე ჩნდება, რათა გაახაროს ადამიანები, ზოგიც კი მოუსვენრების დასასჯელად გვევლინება. ტიო დე ნადალი ( Tió de Nadal ) ანდორასა და ესპანეთში, დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე სახლებთან, საშობაო ველზე დგამენ ხის მოგრძო მორს, რომელსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს ორი ან ოთხი ფეხი, გადაჭრილ ნაწილზე კი მომღიმარ სახეს ახატავენ.  ეს მხიარული არსება რომ არ გაიყინოს, პლედს აფარებენ. კარაკონგული ( Kallikantzaros ) კარაკონგული ან წმინდა დემონი 25 დეკემბრიდან 6 იანვრის ჩათვლით ბალკანეთის ქუჩებში დაიარება. როგორც წესი, ეს არსება მუქი ფერისაა და ბეწვით არის დაფარული, ხოლო ადამიანის კიდურები ჩანაცვლებულია ცხოველური კიდურებით. კარაკონგულები დედამიწის ზედაპირზე შობის დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე ამოდიან - ინტრიგების მოსაწყობად.  შობამდე დარჩენილ დროს ისინი მიწისქვეშ ატარებენ. ლეგე...

აპოკალიფსი ვენეციაში (ვიდეო)

ვენეციის მაცხოვრებლები 50 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ წყალდიდობას განიცდიან. წყლის დონე 187 სანტიმეტრს აღწევს, ქალაქის 80% წყლის ქვეშ აღმოჩნდა. ქვეყანაში ამ მოვლენას აპოკალიფსი უწოდეს და საგანგებო მდგომარეობის გამოსაცხადებლად ემზადებიან . ©️ - VIDEO - RUPTLY. გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

ოკეანის პლასტიკური დაბინძურების მოულოდნელი და წარმოუდგენელი წყარო აღმოჩენილია

დაივერებმა შეაგროვეს 40 000-ზე მეტი გოლფის ბურთი, რომლებიც კალიფორნიის რამდენიმე გოლფის მოედნიდან იყო მიმოფანტული ოკეანეში.     იხილეთ დაივერების მიერ გადაღებული ვიდეო ↓    წყარო - Vokrugsveta.ru გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

რა მოხდება დღეს ზუსტად 1 საათში?

ახალი წლის პირველ დღეებში დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მცხოვრებნი ერთერთი ყველაზე შთამბეჭედავი მეტეორული წვიმის მომსწრენი გახდებიან. მოვლენა განსაკუთრებით კარგად გამოჩნდება ევროპიდან, მათ შორის საქართველოდან. კვადრანტიდების მეტეორული წვიმა 3 იანვარს 23:00 საათზე დაიწყება და 4 იანვრის გამთენიამდე გასტანს. მეტეორთა ცვენა 28 დეკემბრიდან დაიწყო და 12 იანვრამდე გაგრძელდება, პიკს კი სწორედ 4 იანვარს მიაღწევს. ამ დროისთვის ნაკადის სიჩქარე იქნება 120 მეტეორი საათში. წელს ამ მოვლენას თან ახლავს ახალი მთვარე. შესაბამისად, ცა უფრო ბნელი იქნება. წყარო - "ნიუპოსტი" ფოტო- "GOOGLE" გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

67 წლის ჩინელი პენსიონერი 30 წლისას იოგას წყალობით დაემსგავსა.

პენსიონერმა შანხაიდან, რომელიც ტავის ასაკთან შედარებით, ორჯერ ახალგაზრდად გამოიყურება, გამოცემა Daily Mail-ს ის საიდუმლო გაუმხილა, რამაც მას ახალგაზრდობა შეუნარჩუნა. 67 წლის ჰუ ჰაი თავის გარეგნობას ჯანსაღი ცხოვრების წესს უკავშირებს. ფიქრობს, რომ მას ამაში მრავალფეროვანი ჰობი ეხმარება. ის დაკავებულია იოგით, უყვარს სიმღერა... მისი სისუსტე კი მუცლით ცეკვაა. ის ამ ცეკვებით ადგილობრივ თეატრშიც გამოდის ჰუ ჰაის აზრით, ყველა ადამიანს სამი ასაკი აქვს - ბიოლოგიური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური, მისი ფსიქოლოგიური ასაკი კი 20 წელს არ აღემატება. ფიზიკურ ასაკს ის სპეციალური მოწყობილობით ზომავს, რომელიც აჩვენებს რომ ის 43 წლისაა. ჰუ ჰაი 1950 წელს დაიბადა, მუშაობდა ტექსტილის ფაბრიკაში და სცენაზე გამოსვლაზე ოცნებობდა. “კომუნისტური პარტიის წევრი ვიყავი და ამის უფლება არ მქონდა“, - ამბობს ის. 40 წლისამ პროფესია შეიცვალა და ეკონომისტი გახდა. 2016 წელს კონკურსში მიიღო მონაწილეობდა და შანხაიში ყველაზე მოდური ბაბუის აღიარება მიიღო. ამ ფაქტმა მას სახელი გაუთქვა. ჰუ ჰაის 37 წლის ქალიშვილი ჰყავს. IMEDINEWS.GE ...

ქვემო კალიფორნიის მოსახლეობა თევზჭერას ზღუდავს.

ქვემო კალიფორნიის მოსახლეობა თევზჭერას ზღუდავს ბიომრავალფეროვნების აღდგენის, ტურიზმისა და ტრადიციული ცხოვრების წესის შესანარჩუნებლად. კალიფორნიის ნახევარკუნძულის შუაგულში, მექსიკის ერთ პატარა სოფელში დღესასწაულია; ამ დღეს მუცელფეხიანი მოლუსკი ჰალიოტისის ჭერის სეზონი იხსნება. ოფიციალურად სეზონი ოთხი თვის წინ გაიხსნა, მაგრამ პუნტა აბრეოხოსში უჩვეულო თვითაკრძალვის წესი მოქმედებს. მოსახლეობა მოლუსკებს ზრდასა და წონაში მატებას აპრილამდე აცდის. მთელ მსოფლიოში თევზის პოპულაციები მკვეთრად მცირდება. თუმცა, ჩრდილო-დასავლეთ მექსიკის რამდენიმე დასახლება თავისი წყალქვეშა რესურსების დაცვას მაინც ახერხებს. ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ოკეანის მდგრადი მართვის ხუთი ძირითადი წესი გამოიკვეთა: პირველი - კარგია, თუ თევზჭერის ზონა შედარებით იზოლირებული თევზჭერის ზონა; მეორე - ძვირადღირებული რესურსი; მესამე - შორსმჭვრეტელი ლიდერი; მეოთხე - თავის რჩენის საშუალება იმ პერიოდებში, როცა რესურსების აღდგენა ხდება; და ბოლოს, ერთმანეთის ნდობა. „ამბობენ, რომ სახეობებს მეთევზეები ანადგურებენ, მაგრამ ასე აღა...

შოკისმომგვრელი არქიტექტურა. ნაგებობები, რომლებიც გაგოცებთ.

 ძველი რომის, დიდებული არქიტქტურული ნამუშევრების უარყოფა შეუძლებელია: ყოველწლიურად ათიათასობით ტურისტი სტუმრობს იტალიას, იმიტომ რომ საკუთარი თვალებით შეხედოს ძველი რომის ნამდვილ ნაგებობებს, თაღები, ამფითეატრები,ძველი აბაზანები და რაც მთავარია კოლიზეუმი. თუმცა ეს ადრეული პერიოდიდან შემორჩენილი ნაგებობებია. ცხოვრება წინ, განვითარებისკენ მიიწევს, შესაბამისად იხვეწება არქიტექტურაც. ერთხელაც "Vokrug Sveta" დაინტერესდა რომის თანამედროვე ნაგებობებით და მიაგნო საოცარი დიზაინით აგებულ შენობებს. (იხ.ფოტოები)

რატომ იცინის გუგული ბოლოს?!

გუგული, რომელიც ცნობილია მშობლის პასუხისმგებლობების უგულვებელყოფით, კიდევ უფრო დახვეწილი ფრინველი აღმოჩნდა, ვიდრე ადრე იყო ცნობილი. იმისათვის რომ სხვის ბუდეში დადოს კვერცხები, აშინებს ბუდის პატრონს არწივის ხმით. ეს მტაცებლური ხმა, რომელიც წააგავს სიცილს, ზრდის გუგულის შანსებს წარმატებისკენ.ფრინველები ტოვებენ თავიანთ ბუდეებს, ისევ საკუთარი თავის უზრუნველსაყოფად. შეიძლება ითქვას რომ, ამ ოპერაციის დასასრულს გუგული "იცინის ბოლოს" - წერენ მკვლევარები, კემბრიჯის უნივერსიტეტიდან (დიდი ბრიტანეთი) თარგმანი - გიორგი დადვანი სტატია - vokrugsveta.ru