82 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სანუკვარი კინორეჟისორი და რუსთაველის პრემიის ლაურეატი გიორგი შენგელაია. იგი 1937 წლის 11 მაისს დაიბადა , შენგელაიამ დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1962 წლიდან მუშაობდა საქართველოს კინოსტუდიაში. შენგელაია კინორეჟისორების ოჯახიდან არის. გიორგის ძმამ, ელდარ შენგელაიამ ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კლასიკური კომედია დადგა; მათი მამა, ნიკოლოზ შენგელაიაც კინორეჟისორი, სცენარისტი და ფუტურისტი პოეტი იყო. გიორგისა და ელდარის დედა, ნატო ვაჩნაძეს, მრავალი მთავარი როლი აქვს მისი მეუღლის ფილმებში შესრულებული. შენგელაიას ფილმმა "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა"-მ მიიღო მონაწილეობა ბერლინის 36-ე საერთაშორისო კინოფესტივალში და საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში "ვერცხლის დათვი" მოიგო. შენგელაიამ მრავალი გამორჩეული ნამუშევარი დაგვიტოვა. ©️ - georgiatoday.ge გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi | Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi