თბილისში, დეზერტირების ბაზარში ხანძარი ძირითადად ლოკალიზებულია. ხანძარი საწყობების ტერიტორიაზე გაჩნდა 180-200 კვ.მ. ფართობზე, სადაც ინახებოდა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო პროდუქცია. მოვაჭრეები ამ საწყობებში ელექტროენერგიისგან ცეცხლის გაჩენას გამორიცხავენ, რადგან მათი თქმით, დენი ისედაც ჩაჭრილი იყო. დაზარალებულები ხანძრის ხელოვნურად გაჩენას არ გამორიცხავენ. ამ წუთებში საწყობების ტერიტორია გადაკეტილია. ადგილზე კრიმინალური პოლიცია და მეხანძრეები მუშაობენ. წყარო - palitravideo.ge imedinews.ge