Skip to main content

Posts

Showing posts from January 16, 2019
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

იმედის კლინიკაში მყოფი 4 წლის ბიჭი გარდაიცვალა

დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 4 წლის ბიჭის გადარჩენა, რომელიც კლინიკა „იმედში“ იმყოფებოდა, ექიმებმა ვერ მოახერხეს, ის გარდაიცვალა. ბავშვი კლინიკაში გაჩერებული გულით მიიყვანეს. მიუხედავად ექიმების ძალისხმევისა, მისი დაღუპვის შესახებ ცნობა რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. მისი ტყუპისცალი დაახლოებით ნახევარი საათის წინ იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ამჟამად 6 ბავშვი იმყოფება. წყარო - imedinews.ge ფოტო - Google.com გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

დიდ დიღომში 3 ადამიანია გარდაცვლილი.

საპატრულო პოლიციის უფროსის, თეიმურაზ კუპატაძის ინფორმაციით, დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. მან მცირეწლოვანის გარდაცვალების ფაქტი არ დაადასტურა. მისი თქმით, აფეთქება მეოთხე სართულზე მოხდა. მისი განცხადებით, ყველა მობინადრე ამ დროისთვის ევაკუირებულია. წყარო - Imedinews.ge გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსი აფეთქდა.

დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად ორი ადამიანის დაღუპვა ტელეკომპანია „მაესტროს“ დაუდასტურეს. მათგან ერთი მცირეწლვანია, მეორე კი მოზრდილი. დიღომში აფეთქება წინასწარი მონაცემებით გაზის გაჟონვამ გამოიწვია. ამ დროისთვის კორპუსის ყველა მობინადრე ევაკუირებულია. დაშავებულები საავადმყოფოებშია მოთავსებული. მათი რადენობა ზუსტდება. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები, მედიკოსები და მეხანძრეები. წყარო - imedinews.ge გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi