„ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი მალხაზ კობაურის ჩვენება, რომელიც მან გამოძიებას მისცა. ბრალდებული ჩვენებაში წერს თუ როგორ მოკლა რაიან და ლორა სმითები და მათი 4 წლის შვილი. „მოგახსენებთ, რომ 2018 წლის მაისის თვიდან ვიმყოფები დუშეთის რაიონის ხეობა „ხადა“-ში მდებარე სოფელი ნკერეს სეზონურ საძოვრებზე, სადაც ჩემთან ერთად ორი მწყემსი სახელად ….. ……… და ……. …….. ვუვლით ჩვენზე მობარებულ დაახლოებით 1500 სულ ცხვარს. ჩემი და ჩემთან მყოფი მწყემსების მოვალეობაში შედის მობარებული ცხვრის ფარის მოვლა-პატრონობა დღის და ღამის განმავლობაში. დღის განმავლობაში ძირითადად ვიმყოფები მთაში საძოვრებზე. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ფარას ვუტოვებ ჩემს მიერ ხსენებულ მწყემსებს და ჩამოვდივარ სოფელ ნკერეში სადაც მე ვხვდები გამოგზავნილ პურებს ჩამოვდიბარე სოფელთან ახლოს მდებარე ბინაზე, ე.წ. სადგომზე, სადაც ვახორციელებ მობილური ტელეფონების დამუხტვას და ვბრუნდები შემდეგ უკან. 2018 წლის 04 ივლისს, გამთენიისას ჩემ მიერ ხსენებულმა მწყემსებმა ცხვარი გარეკეს საძოვრებზე, ხ...