▶1964 წელი. ეს ის თარიღია როდესაც ფილმი "ჯარისკაცის მამა" გამოვიდა. ▶ზუსტად 53 წლის წინანდელი ფილმი, დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისტორიული დრამა, რომელშიც მთავარ როლს თენგო ზაქარიაძე ასრულებს. ფილმის რეჟისორი რეზო ჩხეიძე გახლავთ. სცენარის ავტორი კი სულიკო ჟღენტი. კინო სტუდია "ქართული ფილმი" ფილმებს ფაქტიურად რეგულარულად იღებდა. ერთ-ერთი შედევრი კი სწორედ რომ "ჯარისკაცის მამა" გახლავთ. ✔კახელი გლეხი გიორგი მახარაშვილი დაჭრილი შვილის მოსანახულებლად ფრონტზე გაემგზავრება, როდესაც ადგილზე ჩააღწევს, შვილი ჰოსპიტალში აღარ დახვდება – გამოჯამრთელებული გოდერძი თავის ნაწილში დაბრუნებულა.გიორგი შვილის კვალს გაყვება და ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდება. ჯარისკაცის მამა სამხედრო ხელმძღვანელობას დაარწმუნებს, რომ ახალგაზრდებს არ ჩამოუვარდება. ნაწილში დარჩენას მოითხოვს და ბრძოლით გერმანიის საზღვრამდე მივა. ომის მიწურულს გიორგი შვილს იპოვის, მაგრამ მძიმე ბრძოლაში გოდერძი მამის თვალწინ დაიღუპება. 1966 წელს, იტალიაში, რომის საერთაშორისო კინოფესტივალზე,...