Skip to main content

Posts

Showing posts with the label კოსმოსი
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

მარსის როვერი Perseverance რაკეტას დაუკავშირეს — მისი გაშვება 30 ივლისს იგეგმება

NASA-ს ახალი მარსის როვერი, Perseverance ფლორიდაში მდებარე კანავერალის კონცხის საჰაერო ძალების სადგურზე Atlas V რაკეტაზე დაუკავშირეს. ეს რაკეტა მას წითელ პლანეტამდე მიიყვანს. რობოტი მარსზე უძველესი სიცოცხლის ნიშნების ძებნას შეუდგება. Perseverance-ის გაშვება 30 ივლისს იგეგმება, იგი პლანეტის ეკვატორთან ახლოს მდებარე კრატერში 2021 წლის თებერვალში დაეშვება. მისიის მიზანს მხოლოდ უძელესი სიცოცხლის ნიშნების ძებნა არ წარმოადგენს, რობოტს თან დრონის მსგავსი შვეულმფრენი მიჰყვება, რომელიც მარსის ატმოსფეროში იფრენს. ინჟინრებმა ისეთი ფიზიკური და ელექტრული კავშირები შექმნეს, რომელიც ამაჩქარებელსა და ხომალდს შორის გაშვებიდან დაახლოებით 60 წუთის განმავლობაში შენარჩუნდება — იქამდე, სანამ ეს ორი ერთმანეთს გამოეყოფა და Perseveranse საკუთარ გზას გაუდგება. კალიფორნიაში მდებარე NASA-ს JPL ლაბორატორიის მკვლევარმა და მისიის მენეჯერმა ჯონ მაკნეიმმა განაცხადა, რომ ეს მოვლენა განსაკუთრებულია, რადგან მასზე უამრავი ადამიანი მუშაობდა. "თითოეულ მათგანს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ აქამდე ერთად მოვედით და მარს...

CREW DRAGON წარმატებით გაეშვა — ასტრონავტები უკვე ორბიტაზე იმყოფებიან

რობერტ ბენკენი და დაგლას ჰარლი გახდნენ პირველი ადამიანები, რომელიც კომერციულმა კოსმოსურმა ხომალდმა ორბიტაზე გაიყვანა. გარდა ამისა, 2011 წლის შემდეგ ეს პირველი მისიაა, რომელმაც ადამიანები ორბიტაზე ამერიკის მიწიდან გაუშვა. 2011 წელს აშშ-ის კოსმოსური შატლის პროგრამა დასრულდა, რის შედეგადაც აშშ-მ ორბიტაზე ადამიანების გაყვანის შესაძლებლობა დაკარგა. ბოლო 9 წლის განმავლობაში NASA კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების გასაშვებად რუსულ Soyuz-ზე იყო დამოკიდებული. დღევანდელი დღე უმნიშნველოვანესია ილონ მასკის SpaceX-ისთვის, რომლის საბოლოო მიზანიც ადამიანების მარსზე გაშვებაა. კომერციული კოსმოსური ფრენების პროგრამა ნასამ 2011 წელს წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც SpaceX და Boeing საეკიპაჟო კომერციულ ხომალდებს ქმნიან. Boeing-ის Starliner პირველ საცდელ ფრენას, სავარაუდოდ, მომდევნო წელს განახორციელებს. Crew Dragon-ის მისიის სრულად წარმატებით შესრულების შემდეგ კომპანია საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე რეგულარულ ფრენებს დაიწყებს. ბენკენი და ჰარლი მომდევნო 19 საათს ორბიტაზე გაატარებენ, რის შემდეგაც საერთაშორისო კოს...

2011 წლის შემდეგ ვის უხდიდა თანხას ამერიკა კოსმონავტების კოსმოსში გასაყვანად?

ბოლო 10 წლის განმავლობაში დაგეგმილი პირველი კოსმოსური ფრენა წარმატებით შესრულდა. გაფრენა თბილისის დროით 23:33 საათზე იყო დაგეგმილი. არსებული ამინდის პირობებში, მისი სტარტის ალბათობა 60%-ი იყო, თუმცა მეორე ცდამ გაამართლა. ილონ მასკის SpaceX-ის და NASA-ს ერთობლივი პროექტი 2 ამერიკელი ასტრონავტის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ტრანსპორტირებას და რამდენიმე სხვა ასტრონავტის დედამიწაზე დაბრუნებას ითვალისწინებს. 2011 წლის შემდეგ აშშ-ს მსგავსი ფრენა არ განუხორციელებია და იძულებული იყო ასტრონავტების კოსმოსში გასაყვანად უზარმაზარი თანხა რუსეთისთვის გადაეხადა. იხილეთ ისტორიული მოვლენის კადრები:               გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjgroupge | Follow Us on FaceBook - fb.com/tsjgroupge

SpaceX-ის საეკიპაჟო ხომალდის მორიგი გაშვების მცდელობის დრო განახლდა

განახლებული გეგმით, "სფეისიქსი" საეკიპაჟო ხომალდის გაშვებას, (Crew Dragon) შაბათს, 23:22 საათზე შეეცდება. "ნასას" ვარაუდით, უამინდობის ალბათობა 50/50-ზეა. ამინდთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია, შაბათს დღის განმავლობაში გახდება ხელმისაწვდომი. შეგახსენებთ, რომ ხომალდის გაშვების პირველი მცდელობა, ხუთშაბათს, უამინდობის გამო გადაიდო. ხომალდს, 2011 წლის შემდეგ, ამერიკის მიწიდან, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე პირველად გაჰყავს ეკიპაჟი. დაპირებისამებრ შემოგთავაზებთ პირდაპირ ტრანსლაციას "ნასას" კენედის კოსმოდრომიდან (კეიპ კანავერალი, ფლორიდა) გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjgroupge | Follow Us on FaceBook - fb.com/tsjgroupge