Skip to main content

Posts

Showing posts from August 4, 2017
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

აქცია ფიტარეთში. საყდრისის კომიტეტის წევრებმა აქცია გამართეს.

საყდრისის კომიტეტის წევრებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა ფიტარეთთან, ბნელი ხევის ტერიტორიაზე საცდელი აფეთქება გააპროტესტეს და მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრეს. მათივე განმარტებით, ფიტარეთის მონასტერი და ხულოტის ციხე საფრთხეშია და მსგავსი აფეთქებებით დაზიანების ალბათობაც დიდია. კომიტეტის წევრები კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მომხდარით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ. იხილეთ წინა სტატია წყარო - IMEDINEWS.GE

სოფლები რომელთა გაზიფიცირებაც დაიწყება. ბოლო და დადასტურებულ ინფორმაციას Netgazeti ავრცელებს.

საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, 17 მუნიციპალიტეტის 55 სოფლის გაზიფიცირება მოხდება, 19-ში კი გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები ჩატარდება. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბუნებრივი აირით სარგებლობას ამ სოფლებში მცხოვრები 17,833 ოჯახი შეძლებს, რისთვისაც ქვეყნის ბიუჯეტიდან 27 მილიონი ლარი გამოიყოფა. სოფლების გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო/სამშენებლო სამუშაოებს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ განახორციელებს. იმისათვის, რომ იხილოთ სოფლების ჩამონათვალი, დააკლიკეთ შესაბამის მუნიციპალიტეტს: ბოლნისის მუნიციპალიტეტი  დისველის, ტანძიას, აკაურთას, ძეძვნარიანის, ფოცხვერიანის,იწრიას მამხუტის, ქვემო და ზემო არქევანის, ხატავეთის და გეტას გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება დაიწყება.