Skip to main content

Posts

Showing posts from June 6, 2020
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

დღის ფოტო: მილიონობით შავი ბურთი ლოს ანჯელესის წყალსაცავში

აშშ-ის კალიფორნიის შტატში მდებარე აივანჰოს წყალსაცავში ლოს ანჯელესის წყალმომარაგების დეპარტამენტმა მილიონობით შავი ბურთი ჩაყარა. პლასტმასის სფეროები წყლის მზის სხივებისგან დაჩრდილვით წყალმცენარეების ზრდას უშლის ხელს და მისი ხარისხის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ასეთი ბურთების თავდაპირველი დანიშნულება სამრეწველო საქმიანობით დაბინძურებული წყლის ზედაპირზე ფრინველების დასხდომისთვის ხელის შეშლა იყო, თუმცა დროთა განმავლობაში მათი გამოყენება სასმელი წყლის სისუფთავის დასაცავად დაიწყეს. ლოს ანჯელესის წყალსაცავში ამ მეთოდს 2008 წლიდან მიმართავენ. ©️ - popx.ge  | Photo: National Geographic  გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjgroupge | Follow Us on FaceBook - fb.com/tsjgroupge