საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა- ამის შესახებ მთავრობის კანცელარიაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მინისტრის თქმით, დაავადებული საქართევლოს მოქალაქეა, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. მანამდე ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა კლინიკაში მოთავსებულ 14 პაციენტზე განცხადება გააკეთა. მარინა ეზუგბაიას თქმით, სანერვიულო არაფერია, რადგან პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მან ასევე კორონავირუსის ტესტების პასუხების დაგვიანების მიზეზები განმარტა. ჯანმომ დღეს განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს . 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა . ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით . 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა , რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა . ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხე...