Skip to main content

Posts

Showing posts from February 28, 2020
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

სად იმყოფება მასკის Tesla Roadster-ი კოსმოსში გაშვებიდან ორი წლისთავზე

უკვე ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა საკუთარი Tesla Roadster-ი SpaceX-ის რაკეტა Falcon Heavy-თ კოსმოსში გაუშვა. ამ დროის განმავლობაში, მანქანამ საკმაოდ ბევრი იმოგზაურა. პროგრამისტმა ბენ ბირსონმა შექმნა ვებგვერდი „ სად არის Roadster-ი? “, რომელიც რეალურ დროში გვეუბნება, სად არის იმ მომენტისთვის მასკის წითელი მანქანა და მძღოლის ადგილას მოკალათებული მანეკენი, სახელად „სტარმენი“. ვებგვერდის მიხედვით, 2018 წლის 6 თებერვლის შემდეგ, მანქანამ კოსმოსში უკვე 1,6 მილიარდ კილომეტრზე მეტი გაიარა. Tesla Roadster-ი მზის გარშემო წარმოუდგენლად დიდი სიჩქარით მოძრაობს, კვეთს დედამიწის, მარსისა და ვენერას ორბიტებს. ის ამჟამად მზის გარშემო უკვე მეორე წრეზეა და როგორც მეცნიერებმა გამოთვალეს, 2091 წლისთვის ის დედამიწას რამდენიმე ასეული კილომეტრის მანძილზე მოუახლოვდება. აუცილებლად გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ გათვლებია და მანქანის ზუსტი თვალთვალი შეუძლებელია. გეტყვით იმასაც, რომ ვერც მანქანა და ვერც მისი მანეკენი მძღოლი კოსმოსში დიდხანს ვერ გაძლებს, დროთა განმავლობ...

კანარის კუნძულებზე ქვიშის ქარიშხალი მძვინვარებს

კანარის კუნძულებზე ქვიშის ქარიშხალი მძვინვარებს.  BBC-ის ცნობით , ტენერიფეს და გრან-კანარიას კუნძულების სამმა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა. ქარის სიჩქარე 120 კმ/სთ-ს აღწევს, სინოპტიკოსების პროგნოზით, ასეთი სიტუაცია კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება. ძლიერ ქარს ქვიშა კანარის კუნძულებზე 500 კილომეტრის მოშორებით მდებარე აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილიდან მიაქვს. ქვიშის ქარიშხლის ნახვა სატელიტიდან გადაღებულ ფოტოებზეცაა შესაძლებელი. ©️ - imedinews.ge გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi | Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

რას ურჩევენ ჯანდაცვის სპეციალისტები წვერ-ულვაშიან კაცებს კორონავირუსის ეპიდემიისას

ახალი კორონავირუსის გავრცელების არეალის გაფართოების ფონზე სამედიცინო ნიღბებსა და რესპირატორებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყენებენ. ამ მეთოდს სპეციალისტები რეკომენდაციას უწევენ, რათა ინფექციის მასშტაბის ზრდის პროცესი შეფერხდეს. თუმცა ნიღბებისა და რესპირატორების დამცავი ფუნქციის ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი წვერ-ულვაშს ასახელებს. დაწესებულების მიერ გამოქვეყნებული ინფოგრაფიკა წვერ-ულვაშის რამდენიმე ათეულ სტილს ასახავს. მათი უმრავლესობა ნიღბებსა და რესპირატორებთან შეუთავსებელია. აშშ-ის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის წარმომადგენელთა განმარტებით, ზოგიერთი ტიპის წვერმა, ულვაშმა ან ორივემ ერთად, შესაძლოა, ექსჰალაციის სარქვლის ნორმალური მუშაობა შეაფერხოს. მაგალითად, ისეთი სტილი, როგორიც არის ბაკენბარდები და ულვაშის რამდენიმე ნაირსახეობა, დასაშვებია, მაგრამ ბლანჟესა და მთლიან სახეზე მოშვებული წვერის ტარება რეკომენდებული არ არის. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფოგრაფიკის მიხედვით, ცხენის ნალის მოყვანილობის ან გვერდებში ...

მითი და რეალობა კორონავირუსის შესახებ - ჯანმოს განმარტებები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსთან დაკავშირებით დასმულ მთავარ შეკითხვებს პასუხობს. რა არის მითი და რა - რეალობა: 1. ეფექტურია თუ არა ხელის საშრობები ახალი კორონავირუსის მოსაკლავად? - არა. ხელების საშრობები ეფექტური არაა კორონავირუსის მოსაკლავად. ახალი კორონავისისგან თავის დასაცავად, ხშირად უნდა გაიწმინდოთ ხელები სპირტის შემცველი ხელსახოცით ან საპნით და წყლით დაიბანოთ. ხელები დაბანის შემდეგ უნდა გაიმშრალოთ საფუძვლიანად, ქაღალდის ხელსახოცის გამოყენებით ან საშრობით. 2. შეუძლია თუ არა ულტრაიისფერ სადეზინფექციო ნათურას ახალი კორნავირუსის მოკვლა? - ულტრაიისფერი ნათურები არ უნდა გამოიყენოთ ხელების ან კანის სხვა ადგილების სტერილიზაციისთვის, რადგან ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. 3. რამდენად ეფექტურია თერმული სკანერები ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების გამოვლენაში? - თერმული სკანერები ეფექტურია იმ ადამიანების გამოვლენაში, რომლებსაც განუვითარდათ სიცხე ახალი კორონავირუსის ინფექციის გამო. თუმცა ის ვერ გამოავლენს იმ პირებს, რომლებიც ინფიცირე...

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ის არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა. „გუშინ, კორონავირუსული ინფექციის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ერთი საათის წინ დამიდასტურეს. აქვს იტალიაში მოგზაურობის ისტორია. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მიმდინარეობს მონიტორინგი“, - განაცხადა გამყრელიძემ. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა . ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც 26 აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ქვეყნის ყველა აეროპორტი გაძლიერებული კონტროლის რეჟიმზეა გადასული . საქართველომ პრევენციის მიზნით ჩინეთთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა . ვირუსის ირანში გავრცელების შემდეგ კი, 23 თებერვალს, ამ ქვეყნიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადა...