Skip to main content

Posts

Showing posts from May 9, 2017
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

ტყიბულის მაღაროში მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო (+ვიდეო)

წინა სტატია როგორც შსს-ში imedinews-ს განუცხადეს, ტყიბულში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, რა დროსაც ოთხი მეშახტე სიმაღლიდან გადავარდა, შსს-მ გამოძიება 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. შესაბამისად, მიმდინარეობს ერთობლივი - სამძებრო და სამაშველო სამუშაოები. ტყიბულში ეკონომიკის მინისტრი, გიორგი გახარია და სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლებიც გაემგზავრნენ, რომლებიც მომხდარ უბედურ შემთხვევას შეისწავლიან.  ტყიბულის  ერთ-ერთ შახტაში  4 მაღაროელი სიმაღლიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შახტაში ბაგირი გაწყდა, რასაც სავარაუდოდ მსხვერპლი მოჰყვა.

უბედური შემთხვევა ტყიბულში.

ტყიბულის ერთ-ერთ შახტაში უბედური შემთხვევა მოხდა, - ამის შესახებ  Ipn  შემთხვევის ადგილზე მყოფ მეშახტეზე დაყრდნობით წერს.  მისი ინფორმაციით, ოთხი მეშახტე სიმაღლიდან გადავარდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.  წინასწარი ინფორმაციით, არსებული ინფორმაციით, შახტაში ბაგირი გაწყდა, რასაც სავარაუდოდ მსხვერპლი მოჰყვა.  როგორც შსს-ში imedinews-ს განუცხადეს, მომხდარის დეტალებს არკვევენ და განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ

ჩინეთში სიამის ტყუპები წარმატებით განაცალკევეს.

ჩინელმა ქირურგებმა წარმატებული უწოდეს ოპერაციას, რომლის შედეგადაც სიამის ტყუპები ერთმანეთისგან განაცალკევეს. ტყუპი გოგონები თებერვალში, ნაადრევად დაიბადნენ. ახალშობილებს საერთო ჰქონდათ ღვიძლი და კუჭი. ინფორმაციას  shanghaidaily.com  ავრცელებს. ტყუპების განცალკევების ოპერაცია ერთ საათს გრძელდებოდა, მომდევნო ერთი საათი კი ექიმები ცდილობდნენ განცალკევებული ორგანოები უკვე ტყუპების სხეულებში მოეთავსებინათ.  გამოცემა აღნიშნავს, რომ ყოველი 200 000 ბავშვიდან 1 სიამის ტყუპი იბადება. მათი უმრავლესობა კი დაბადებისთანავე იღუპება და მხოლოდ დაბადებულების 30% აღწევს სრულწლოვანების ასაკს. წყარო - imedinews.ge

კომუნისტები და სტალინის საზოგადოება გორში სტალინის სახლმ-მუზეუმთან აქცია მართავს.

წითელი დროშებით, საბჭოთა სიმბოლიკის და გეორგიევსკის ბაფთით გორში მიტინგი მიმდინარეობს. სტალინის სახლ-მუზეუმთან სტალინის საზოგადოების და კომუნისტური პარტიის წარმომადგენლები ყველა რეგიონიდან ჩავიდნენ. მათ ასევე საავტომობილო მარშიც მოაწყეს და ქალაქში წითელი დროშებით და ხმოვანი სიგნალებით შემოვიდნენ. აქციის მონაწილეები ფაშიზმზე გამარჯვების დღის მნიშვნელობაზე და სტალინის ღვაწლზე საუბრობენ. გამოსვლებში მათ რუსეთთან ურთთიერთობის დალაგების აუცილებლობაზეც გააკეთეს განცხადებები. როგორც ორგანიზაცია "სტალინელის" წევრები ამბობენ, დღევანდელი დღე არა მარტო ქართველებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და საქართველოს ხელისუფლებას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, რომ იოსებ ჯუღაშვილის მშობლიურ ქალაქში მისი ძეგლი მდგარიყო. სტალინის ძეგლის დადგმის მოთხოვნა დღევანდელ აქციაზე ერთ-ერთი  საკითხია. წყარო - imedinews.ge