ბერლინის ცნობილი ღამის კლუბის Berghain-ის კარზე ქართული გრაფიტი გაჩნდა. ფოტოს Bassiani-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი Instagram-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. გრაფიტზე ქართულად სიტყვა „პოლიცია“ წერია. გარდა ამისა, შენობაში გაკრულია წარწერა. კერძოდ, კლუბის სტუმრებს ეკითხებიან, სურთ თუ არა Bassiani-ს სულ მცირე 1 ევროთი დაეხმარონ. 11 მაისის ღამეს, თბილისის ღამის კლუბებში ბასიანსა და გალერიში შსს-მ სპეცოპერაციები ჩაატარა . მანამდე 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს . თეთრი ხმაურის მოძრაობამ და ახალგაზრდებმა ჩათვალეს, რომ სამართალდამცველებმა სპეცოპერაციისას ძალას გადაამეტეს და ამიტომ აქციები იმ ღამესვე გამართეს. პროტესტი 12-13 მაისსაც გაგრძელდა. აქციის მონაწილეებმა დაშლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, როცა პარალმენტის წინ თავად შინაგან საქმეთა მინისტრი მივიდა, რომელმაც მათ ბოდიში მოუხადა და პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა. საბოლოოდ, თეთრი ხმაურის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები პარლამენტის ტერიტორიიდან ავტობუსებით...