Skip to main content

Posts

Showing posts from April 5, 2020
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარია 81 წლის ქალზე, რომელიც 3 აპრილს თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული იყო. ჰქონდა ორმხრივი პნევმონია. გადატანილი იყო მწვავე ინფარქტი, უფიქსირდებოდა გულის ქრონიკული უკმარისობა არტერიული ჰიპერტენზიით. „პაციენტი მკურნალობის გაგრძელების მიზნით გადაიყვანეს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მკურნალობა მიმდინარეობდა პროტოკოლის მიხედვით, თუმცა შედეგი ვერ გამოიღო და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, - განაცხადა საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა. მისივე განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანის დღიდან უკიდურესად მძიმე იყო,რაც განპირობებული იყო თანხმლები დაავადებებით. ლევან რატიანის განცხადებით, ამ პაციენტის მდგომარეობის გართულება შესაძლოა, ნებისმიერ სხვა ვირუსს გამოეწვია. საქართველოში კორონავირუსი 170 ადამიანს დაუდასტურდა , აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვა...