Skip to main content

Posts

Showing posts from January 18, 2018
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

Youtube-ზე 1000-ზე ნაკლები გამომწერის მქონე არხები რეკლამისგან შემოსავალს ვეღარ მიიღებენ.

YouTube-მა ახალი წესების შემოღების შესახებ განაცხადა. ცვლილების მიხედვით, 17 იანვრიდან Youtube-ზე რეკლამის განთავსებით ფულის შოვნის მსურველებს მათ არხზე ბოლო ერთი წლის განამვლობაში, სულ ცოტა 4000-საათიანი ნახვა და 1000-ზე მეტი გამომწერი უნდა ჰყავდეს. ამის შესახებ ინფორმაციას  BBC  ავრცელებს. აქამდე არსებული წესით, რეკლამის განთავსებისთვის საკმარისი იყო მხოლოდ სულ მცირე 10 ათასი ნახვის მოგროვება. 20 თებერვლამდე არხების მფლობელებს საშეღავათო პერიოდი აქვთ, რის შემდეგაც ყველა, ვინც არ შეესაბამება ახალ კრიტერიუმებს, თავიანთი ვიდეოებისგან შემოსავალს დაკარგავს. თუმცა, როგორც კი მათი არხები ახალ ცვლილებებს მოერგებიან რეკლამის განთავსებისთვის საჭირო ბაზაში (პარტნიორულ პროგრამაში) სისტემა ავტომატურად გააგზავნის მოთხოვნას. ახალი არხების მფლობელებს კი მოთხოვნის გაგზავნა თავად მოუწევთ. ფოტო: shutterstock.com IMEDINEWS.GE

კვლევა: ინტერნეტის მომხმარებლები ნაკლებად რელიგიურები არიან.

ამერიკაში, ბეილორის კერძო ქრისტიანული უნივერსიტეტის მკვლევარებმა Journal for the Scientific Study of Religion-ში ნაშრომი  გამოაქვეყნეს.  ავტორებმა ინტერნეტის მოხმარებასა და პიროვნების რელიგიურობას შორის კავშირის დადგენა სცადეს. ისინი ამტკიცებენ, რომ რაც მეტ დროს ატარებს ადამიანი ინტერნეტთან, მით ნაკლებია მისი რელიგიურობის დონე. ხშირ შემთხვევაში, ინტერნეტის მომხმარებლები კონკრეტულ რელიგიას თავს არ მიაკუთვნებენ.  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათი უმეტესობა ფიქრობს, რომ სამყაროში მხოლოდ ერთი ღმერთი არაა.  კვლევის მიხედვით, რელიგიური აღზრდის მქონე ადამიანთა რიცხვი 1990 წლიდან შემცირდა. მკვლევარები ამას ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებას უკავშირებენ. მათი შეფასებით, “ინტერნეტი უღმერთო ადგილია“. IMEDINEWS.GE