Skip to main content

Posts

Showing posts from June 8, 2017
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

რა მდგომარეობაა მიწისძვრის ეპიცენტრში - კახეთის გუბერნატორის კომენტარი.

პ ირველადი ინფორმაციით,  მიწისძვრას კახეთში  ნგრევა არ გამოუწვევია. როგორც Ambebi.ge-ს კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, ამ მომენტისთვის, რეგიონის მასშტაბით ე.წ შემოვლა ტარდება და მოგვიანებით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ინფორმაციას გუბერნატორის აპარატს მიაწვდიან. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, შესაბამის სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებიც ახორციელებენ.  "პირველადი ინფორმაციით, რაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მხრიდან და ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებისგან მივიღეთ, არის ის, რომ მიწისძვრას ნგრევა, მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამ დროისთვის სერიოზული განცხადება არ ფიქსირდება. ახლა სოფლის ყველა რწმუნებული და საგანგებო სამსახურები იმყოფებიან ე.წ ჩამოვლაზე და თუ რაიმე სერიოზული ნგრევა ან შემთხვევა დაფიქსირდება, მოგვაწვდიან ინფორმაციას", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. საქართველოში ცოტა ხნის წინ მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა ...

საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ს აქართვლოში ამ წუთებში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სიღნაღიდან სამხრეთ-დასავლეთით 22კმ-ში, სოფელ ქვემო ბოდბედან 15კმ-ში დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ 5,1 მაგნიტუდა შეადგინა. იხილეთ სტატია - რა მდგომარეობაა ახლა მოვლენის ეპიცენტრში. წყარო - ambebi.ge