Skip to main content

Posts

Showing posts from August 23, 2017
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

წეროვანში ხანძარი ლოკალიზებულია.

წეროვანში ხანძარი ლოკალიზებულია. ბოლო ინფორმაციით, ცეცხლი 8-10 ჰექტარ ბალახსა და ბუჩქნარს მოედო. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახურის სამი ეკიპაჟი და ამჟამად მცირე კერების ჩაქრობა მიმდინარეობს. ხანძრის შედეგად, არავინ დაშავებულა. ​ინფორმაციას  1tv  ავრცელებს. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზურაბ აბესაძის განცხადებით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ მოსახლეობის დაუდევრობა გახდა.

დღეს საქართველოს მასშტაბით ხანძარი 6 ლოკაციაზე იყო.

დღეს საქართველოს მასშტაბით ხანძარი 6 ლოკაციაზე იყო. უმეტეს ადგილას ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა. დღის შემაჯამებელ ინფორმაციას  Ipress  ავრცელებს. ყველაზე რთული მდგომარეობა ისევ  ბორჯომის  ხეობაშია, სადაც ხანძრის ლოკალიზება ისევ ვერ მოხერხდა, თუმცა შესაბამის სამსახურებში აცხადებენ, რომ ხანძრის სიძლიერე შედარებით შესუსტდა.  გუშინ  ატენის  ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება სამაშველო სამსახურებმა მოახერხეს.  ამას გარდა ხანძარი იყო რუსთავის გზატკეცილზე,  დუშეთის  მუნიციპალიტეტში. ხანძარი იყო ფშავ-ხევსურეთში -  ანდაქის ხეობაში.  რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ხანძარია წეროვანშიც. ბოლო ინფორმაციით,  ხანძარი  დაახლოებით 6 კმ-ის მიწის ფართობზეა გავრცელებული. მის ჩასაქრობად 2 ჯგუფი - 10 მეხანძრე-მაშველია გასული. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი დაახლოებით 15 წუთში ლიკვიდირებული იქნება. წყარო - imedinews.ge

საპატრულო პოლიცია ბორჯომის ხეობაში მყოფ მოქალაქეებს ამოწმებს.

დამსვენებლების ინფორმაციით, საპატრულო პოლიცია ბორჯომის ხეობაში მყოფ მოქალაქეებს ამოწმებს. ინფორმაციას  Ipn  ავრცელებს. ლიკანში მყოფი ერთ-ერთი დამსვენებლის განცხადებით, სასტუმროში, სადაც იმყოფებოდა, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ, მოქალაქეების პირადობის მოწმებებითა და სამუშაო ადგილის შესახებ ინფორმაციით დაინტერესდნენ.  ”ამოწმებენ ყველას, ვინც 18 აგვისტოს შემდეგ ბორჯომის ხეობაშია, მოითხოვეს პირადობები, ნომრები და სამუშაო ადგილები”, - აცხადებს ლიკანში მყოფი დამსვენებელი. შს მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას ყველა დამსვენებლის შემოწმების შესახებ. "გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ვერ დავადასტურებ, რომ ყველა დამსვენებელს იბარებენ და კითხავენ, თუმცა ის, ვინც ინტერესის ობიექტია, ყველასთან მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები",- განაცხადა შს მინისტრმა. წყარო - imedinews.ge

მესტიაში 22 წლის ტურისტი დაიღუპა.

მესტიაში, ჭალაადის მყინვარზე უბედური შემთხვევა მოხდა. მყინვარიდან დაგორებულმა ლოდმა 22 წლის უნგრელი ტურისტი იმსხვერპლა. ინფორმაციას  1tv  ავრცელებს. ახალგაზრდა კაცის ცხედარს უკვე ჩაუტარდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა.  მომხდარს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კაპიტონ ჟორჟოლიანი ადასტურებს. წყარო - imedinews.ge

ბორჯომის ხეობაში ამოვარდნილმა ქარმა ცეცხლის რამდენიმე კერა კვლავ გააქტიურდა.

ბორჯომის ხეობაში ამოვარდნილი ქარის გამო ცეცხლის რამდენიმე კერა კვლავ გააქტიურდა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. "დაბნელებამდე იმუშავებს საჰაერო ტექნიკა და მაქსიმალური ინტენსივობთ მოხდება დაფიქსირებულ კერებზე წყლის დაფრქვევა. ბორჯომის ხეობაში ამოვარდნილი ქარის გამო, რამდენიმე ადგილას კვლავ გაჩნდა ცეცხლი. მინისტრებმა ზურაბ ალავიძემ და ლევან იზორიამ, გენერალური შტაბის უფროსთან - ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად, ვერტმფრენით დაათვალიერეს სტიქიის ზონა, დააფიქსირეს კერების ზუსტი მდებარეობა და დასახეს სამოქმედო გეგმა“, - განაცხადეს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. წყარო - imedinews.ge

დუშეთის სოფელ თვალივში 2 ჰექტარი ტყის მასივი იწვის.

ხანძარია დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალივში. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ვაჟა ჩოხელის განცხადებით, ცეცხლი დაახლოებით ორ ჰექტარ ტყის მასივზე გავრცელდა. რთული რელიეფის გამო, ადგილზე მძიმე ტექნიკა ვერ მიდის. ხანძარს 40-მდე მეხანძრე და რეინჯერი სპეციალური აღჭურვილობით ებრძვის. მათ ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება. დუშეთში ხანძარი გუშინ გაჩნდა, რომელიც დილისთვის ლოკალიზებული იყო. დღეს ქარმა ცეცხლის კერები კვლავ გააღვივა. წყარო - imedinews.ge

ხანძარი ბორჯომში, ვარკეთილსა და ატენის ხეობაში.

ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ცეცხლის ჩაქრობას ერთდროულად 7 შვეულმფრენი ცდილობს. 2 ქართული, 2 აზერბაიჯანული, 2 თურქული და მსოფლიოში ყველაზე დიდი ვერტმფრენი "Mi 26" ბელორუსიიდან. გაჩენილია ცეცხლის ახალი კერა. ჩვენს დასახმარებლად მზადყოფნაშია ევროკავშირიც. არსებობს ხანძრის განზრახ გაჩენის ვერსიაც, ვინაიდან ადგილზე ნაპოვნია ბენზინის ბიდონი. ხანძარი ვარკეთილში ლიკვიდირებულია, ცეცხლი ხმელ ბალახს მოედო. დამწვარია 7 000 კვადრატული მეტრი ფართობი. საბედნიეროდ  არავინ დაშავებულა. ხანძარი ლიკვიდირებულია ატენის ხეობაშიც (გორი).