Skip to main content

Posts

Showing posts from August 5, 2017
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

მექსიკამ აშშ-დან კარტოფილის იმპორტი აკრძალა.

imedinews.ge - წყარო მექსიკამ აშშ-დან კარტოფილის იმპორტი აკრძალა მექსიკის სასამართლომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამერიკის შეერთებული შტატებიდან კარტოფილის შემოტანის აკრძალვა  დაავალა . მიზეზი ამერიკულ კარტოფილში საშიში მავნებლების აღმოჩენაა, რამაც ქვეყნის სოფლის მეურნეობის კულტურების ბიომრავალფეროვნებას შესაძლოა ზიანი მიაყენოს.

დნმ-ის საშუალებით, ბერძნული ცივილიზაციის შემქმნელთა წარმომავლობა ირკვევა.

დნმ-ით შესაძლოა იმ ადამიანების წარმომავლობის გამორკვევა, ვინც საბერძნეთის უძველესი ცივილიზაცია შექმნეს. მკვლევრებმა ჩონჩხების გენეტიკური მონაცემების ანალიზით გამოარკვიეს, რომ ისინი ბრინჯაოს ხანის წარმომადგენლები იყვნენ. ამ პერიოდში იქმნებოდა რთული ურბანული დაგეგმარება, ასევე ანტიკური ხელოვნებისა და არქიტექტურის საუცხოო ნიმუშები. BBC-ის  ინფორმაციით , უძველეს ეგეოსელ ხალხთა შორის უმრავლესობა ფერმერებს წარმოადგენდა. ისინი ადგილზე ათასობით წლით ადრე დასახლდნენ, თუმცა მათ ისეთი გენეტიკური და კულტურული მახასიათებლები აჩვენეს, რომლებიც, სავარაუდოდ, აღმოსავლელ და ჩრდილოელ ხალხთან ურთიერთობებით წარმოიქმნა. ჰარვარდის სამედიცინო სკოლის პროფესორები კუნძულ კრეტაზე არსებულ მინოსის ცივილიზაციიდან შემორჩენილ ნანგრევებს იკვლევენ, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის 2600-დან 1100 წლამდე თარიღდება. ასევე მათი ყურადღების ცენტრშია მიკენის კულტურა, რომელიც საბერძნეთის დღევანდელ ტერიტორიაზე არსებობდა ძველი წელთაღრიცხვის 1660-დან 1000 წლებში.

NATIONAL GEOGRAPHIC TRAVEL 2017-ის გამარჯვებული ფოტოები.

ხმის მიცემა დასრულდა და National Geographic Travel 2017-ის გამარჯვებული ფოტოები უკვე ცნობილია . მოგზაური ფოტოგრაფები ამ მასშტაბურ კონკურსში მონაწილეობას ყოველწლიურად იღებენ და მათი შთამბეჭდავი ფოტოები კიდევ ერთხელ ცხადყოფს თუ რამდენად ლამაზი და მრავალფეროვანია ჩვენი პლანეტა. კონკურსში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან გამოგზავნილი ნამუშევრების რაოდენობამ 15 ათასს მიაღწია, მათ შორის საუკეთესოები კი სამ კატეგორიაში - ბუნება, ხალხი და ქალაქები გამოავლინეს. სპეციალური პრიზი მექსიკელმა ფოტოგრაფმა დაიმსახურა, თავისი სულისშემძვრელი ნამუშევრით, რომელზეც მოქმედი ვულკანია ასახული. ამავე ფოტომ დაიმსახურა პირველი ადგილი ბუნების კატეგორიაშიც. ფოტო: nationalgeographic არანაკლებ შთამბეჭდავია სხვა კატეგორიებში გამოვლენილი არაერთი ფოტო, რომელთა ნახვაც აუცილებლად დიდი შთაბეჭდილებას მოახდენს. 1. ფერიების ტყე, იაპონია 2. ტალღის ქვეშ, ფიჯი 3. ფეხბურთის სტადიონი, ნორვეგია

დნმ-ის საშუალებით, ბერძნული ცივილიზაციის შემქმნელთა წარმომავლობა ირკვევა.

დნმ-ით შესაძლოა იმ ადამიანების წარმომავლობის გამორკვევა, ვინც საბერძნეთის უძველესი ცივილიზაცია შექმნეს. მკვლევრებმა ჩონჩხების გენეტიკური მონაცემების ანალიზით გამოარკვიეს, რომ ისინი ბრინჯაოს ხანის წარმომადგენლები იყვნენ. ამ პერიოდში იქმნებოდა რთული ურბანული დაგეგმარება, ასევე ანტიკური ხელოვნებისა და არქიტექტურის საუცხოო ნიმუშები. BBC-ის ინფორმაციით , უძველეს ეგეოსელ ხალხთა შორის უმრავლესობა ფერმერებს წარმოადგენდა. ისინი ადგილზე ათასობით წლით ადრე დასახლდნენ, თუმცა მათ ისეთი გენეტიკური და კულტურული მახასიათებლები აჩვენეს, რომლებიც, სავარაუდოდ, აღმოსავლელ და ჩრდილოელ ხალხთან ურთიერთობებით წარმოიქმნა. ჰარვარდის სამედიცინო სკოლის პროფესორები კუნძულ კრეტაზე არსებულ მინოსის ცივილიზაციიდან შემორჩენილ ნანგრევებს იკვლევენ, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის 2600-დან 1100 წლამდე თარიღდება. ასევე მათი ყურადღების ცენტრშია მიკენის კულტურა, რომელიც საბერძნეთის დღევანდელ ტერიტორიაზე არსებობდა ძველი წელთაღრიცხვის 1660-დან 1000 წლებში.

გარემოს დაბინძურება კანონით დასჯადია. ჯარიმების მაქსიმალური ოდენობა 5000 ლარს შეადგენს.

გარემოს დანაგვიანება კანონით დასჯადია. ტანძია - სარეკრეაციო ზონა. გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმების მინიმალური ოდენობა 50 ლარი, მაქსიმალური კი, 5 000 ლარია. ტანძია - სარეკრეაციო ზონა. კანონის თანახმად, 2 კგ–მდე მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება 80 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს.  საცხოვრებელი სახლებიდან ან შენობა–ნაგებობიდან 2 კგ–მდე ნარჩენების გადაყრის შემთხვევაში კი პირი  100 ლარით დაჯარიმდება.   ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან გარემოს დანაგვიანებისას 120 ლარით მძღოლი ჯარიმდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში  კი, დამრღვევი. გარემოს ხუთ ერთეულამდე საბურავით დანაგვიანების შემთხვევაში (გარდა ველოსიპედის საბურავისა) ჯარიმა 150 ლარია, ხოლო თუ საბურავების რაოდენობა ხუთია ან აღემატება, ჯარიმა ასეთ შემთხვევაში 500 ლარი იქნება.  გარემოს 2 კგ–მდე ბატარეების, აკუმულატორების, ელექტრონათურების, ელექტროსაქონელის, გრაფიტის ელექტროდების, ასევე ბასრი ან მჩხვლეტავი საგნების, შუშის ნამსხვრევების, ლურსმნების და სხვა მსგავსი ნარჩენებით გარემოს დან...