Skip to main content

Posts

Showing posts with the label მსოფლიო
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

ყველაფერი რაც 5G მობილური ინტერნეტის შესახებ უნდა ვიცოდეთ

რა არის 5G და რას ნიშნავს ის თქვენთვის? სუპერსწრაფი „მეხუთე თაობის 5G“ მობილური ინტერნეტი ზოგიერთ ქვეყანაში 2019 წელს ამოქმედდება. გვპირდებიან, რომ გადმოწერის სიჩქარე 10-20-ჯერ სწრაფი იქნება, ვიდრე ახლა გვაქვს. რაც უნდა იყოს, განსხვავება მართლა შეცვლის ჩვენ ცხოვრებას? ახალი მობილური ტელეფონები დაგვჭრდება? და გადაწყვეტს 5G-ს ამოქმედდება ქვეყნის ზოგიერთ ტერიტორიაზე ინტერნეტის არქონის ან სუსტი სიგნალის გაუმჯობესების საკითხს? ამის შესახებ BBC წერს . რა არის 5G ზუსტად? ის მომდევნო - მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტკავშირია, რომელიც ყველაზე სწრაფ ჩამოწერისა და ატვირთვის სიჩქარეს გვპირდება, უფრო მრავალფეროვანი და უფრო სტაბილურია. მისი ამოქმედება რადიოსიხშირის გამოყენების უკეთეს ხარისხსა და ერთი და იმავე ადგილიდან, უფრო მეტი ადამიანისთვის ხარისხიან ინტერნეტთან ხელმისაწვდომობას გაზრდის.  რისი გაკეთების საშუალებას მოგვცემს 5G? „რაც უნდა იყოს, ვიცით, რომ ჩვენი სმარტფონებით საქმეს სწრაფად და ხარისხიანად გავაკეთებთ“, - განმარტავს იან ფოგი OpenSignal-იდან, რომელიც მობილური ინტერნეტკავშირის ...

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უჰანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა?

ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც კორონავირუსის ინფექცია მსოფლიო მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მთავარ თემად იქცა. შესაბამისად, ამ პრობლემის გარშემო ბევრი ჭორი გავრცელდა. ამბობენ , რომ ახლად გავრცელებული ეპიდემია ლაბორატორიიდან საშიში ვირუსის გაჟონვის შედეგია და ეს პათოგენი ჩინეთის მთავრობამ უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში შექმნა. ამ თეორიის უბრალოდ უგულებელყოფა არ გამოდის იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ ქალაქში ასეთი ინსტიტუტი ნამდვილად არსებობს და იქ საშიშ ინფექციებზეც ნამდვილად მუშაობენ. საინტერესოა, რამდენად რეალურია შეთქმულების ეს თეორია? რა ხდება სინამდვილეში უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში? რატომ გაჩნდა ახალი ვირუსის გარშემო კონსპირაციული თეორიები? 2020 წლის დასაწყისიდან კორონავირუსის ეპიდემიამ ახალი ინფექცია მთელ მსოფლიოში მთავარ თემად აქცია. მის გარშემო სხვადასხვა ჭორი თუ შეთქმულების თეორია სწრაფად გავრცელდა. ზოგი ამბობდა, რომ ინფექციისგან იცავს ისეთი გამოგონილი მეთოდები, როგორიც არის დიდი რაოდენობით C ვიტამინის ან ნივრის მიღება. სხვები დასძენდნენ, რომ ვირუსის შედეგად ...

სახალისო ფოტოს ისტორია, რომელიც ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა [ვიდეო]

ფოტოზე, რომელიც ინტერნეტს ვირუსულად მოედო აღბეჭდილია ემოცია, თუ როგორ უყურებს ახალშობილი ექიმს, როდესაც მის ატირებას ცდილობენ. Isabela Pereira de Jesus-ი 13 თებერვალს, საკეისრო კვეთით რიო-დე-ჟანეიროს საავადმყოფოში დაიბადა. მოგეხსენებათ, ჩვილის ტირილი გაჩენისთანავე კარგის ნიშანია.  ეს ბავშვის ფილტვების სრულყოფილად მუშაობას ადასტურებს, მაგრამ,  როდესაც მეან-გინეკოლოგმა იზაბელას ტირილი აიძულა, მას ეს საერთოდ არ ესიამოვნა. ამ ცნობილი ფოტოსთვის კი ადგილობრივ პროფესიონალ ფოტოგრაფს უნდა ვუმადლოვდეთ, რომელიც სპეციალურად მსგავსი მომენტების დასაფიქსირებლად დედამ დაიქირავა. "მან ფართოდ გაახილა თვალები, მაგრამ ტირილი არ დაიწყო. ექიმის მოწოდების შემდეგ მან სერიოზული ემოცია მოირგო და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო ტირილი" - განაცხადა ფოტოგრაფმა   Crescer - თან საუბრისას. ©️ - DailyMail გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi | Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

ბოქსირებული განყოფილებიდან უნებართვოდ გამოსული ირანელის შესახებ ბრიტანული მედია წერს

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილებიდან უნებართვოდ გამოსული ირანელის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი წერს . „ირანის მოქალაქე ქართველ ექიმებს მკურნალობისთვის მადლობას უხდიდა, შემდეგ კი საავადმყოფოს პერსონალმა ის ძალის გამოყენებით კვლავ ბოქსირებულ განყოფილებაში შეიყვანა“, - წერს გამოცემა. ©️ - imedinews.ge  | Photo: AP გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi | Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

სად იმყოფება მასკის Tesla Roadster-ი კოსმოსში გაშვებიდან ორი წლისთავზე

უკვე ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა საკუთარი Tesla Roadster-ი SpaceX-ის რაკეტა Falcon Heavy-თ კოსმოსში გაუშვა. ამ დროის განმავლობაში, მანქანამ საკმაოდ ბევრი იმოგზაურა. პროგრამისტმა ბენ ბირსონმა შექმნა ვებგვერდი „ სად არის Roadster-ი? “, რომელიც რეალურ დროში გვეუბნება, სად არის იმ მომენტისთვის მასკის წითელი მანქანა და მძღოლის ადგილას მოკალათებული მანეკენი, სახელად „სტარმენი“. ვებგვერდის მიხედვით, 2018 წლის 6 თებერვლის შემდეგ, მანქანამ კოსმოსში უკვე 1,6 მილიარდ კილომეტრზე მეტი გაიარა. Tesla Roadster-ი მზის გარშემო წარმოუდგენლად დიდი სიჩქარით მოძრაობს, კვეთს დედამიწის, მარსისა და ვენერას ორბიტებს. ის ამჟამად მზის გარშემო უკვე მეორე წრეზეა და როგორც მეცნიერებმა გამოთვალეს, 2091 წლისთვის ის დედამიწას რამდენიმე ასეული კილომეტრის მანძილზე მოუახლოვდება. აუცილებლად გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ გათვლებია და მანქანის ზუსტი თვალთვალი შეუძლებელია. გეტყვით იმასაც, რომ ვერც მანქანა და ვერც მისი მანეკენი მძღოლი კოსმოსში დიდხანს ვერ გაძლებს, დროთა განმავლობ...

კანარის კუნძულებზე ქვიშის ქარიშხალი მძვინვარებს

კანარის კუნძულებზე ქვიშის ქარიშხალი მძვინვარებს.  BBC-ის ცნობით , ტენერიფეს და გრან-კანარიას კუნძულების სამმა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა. ქარის სიჩქარე 120 კმ/სთ-ს აღწევს, სინოპტიკოსების პროგნოზით, ასეთი სიტუაცია კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება. ძლიერ ქარს ქვიშა კანარის კუნძულებზე 500 კილომეტრის მოშორებით მდებარე აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილიდან მიაქვს. ქვიშის ქარიშხლის ნახვა სატელიტიდან გადაღებულ ფოტოებზეცაა შესაძლებელი. ©️ - imedinews.ge გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi | Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

რას ურჩევენ ჯანდაცვის სპეციალისტები წვერ-ულვაშიან კაცებს კორონავირუსის ეპიდემიისას

ახალი კორონავირუსის გავრცელების არეალის გაფართოების ფონზე სამედიცინო ნიღბებსა და რესპირატორებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყენებენ. ამ მეთოდს სპეციალისტები რეკომენდაციას უწევენ, რათა ინფექციის მასშტაბის ზრდის პროცესი შეფერხდეს. თუმცა ნიღბებისა და რესპირატორების დამცავი ფუნქციის ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი წვერ-ულვაშს ასახელებს. დაწესებულების მიერ გამოქვეყნებული ინფოგრაფიკა წვერ-ულვაშის რამდენიმე ათეულ სტილს ასახავს. მათი უმრავლესობა ნიღბებსა და რესპირატორებთან შეუთავსებელია. აშშ-ის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის წარმომადგენელთა განმარტებით, ზოგიერთი ტიპის წვერმა, ულვაშმა ან ორივემ ერთად, შესაძლოა, ექსჰალაციის სარქვლის ნორმალური მუშაობა შეაფერხოს. მაგალითად, ისეთი სტილი, როგორიც არის ბაკენბარდები და ულვაშის რამდენიმე ნაირსახეობა, დასაშვებია, მაგრამ ბლანჟესა და მთლიან სახეზე მოშვებული წვერის ტარება რეკომენდებული არ არის. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფოგრაფიკის მიხედვით, ცხენის ნალის მოყვანილობის ან გვერდებში ...

უჰანის საავადმყოფოს მთავარი ექიმის მეუღლე ემშვიდობება გარდაცვლილ მეუღლეს, რომლის ცხედარიც ფურგონს კრემატორიუმისკენ გადააქვს [ვიდეო]

უცხოური მედია სულისშემძვრელ კადრებს ავრცელებს. კადრებში ჩანს, თუ როგორ მისდევს ცოლი ფურგონს, რომელსაც მისი ქმრის ცხედარი კრემატორიუმში გადააქვს. ლიუ ჩჟიმინი უჰანის საავადმყოფოს მთავარი ექიმი იყო.  ეპიდემიასთან ბრძოლისას ექიმი, კორონავირუსისგან გამოწვეული არატიპური პნევმონიისგან გარდაიცვალა. 51 წლის ლიუმ, სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე დაბადების დღე აღნიშნა, მას შემდეგ, რაც ავადმყოფობის შესახებ შეიტყო და კატეგორიული უარი განაცხადა, მისთვის ცოლს მოევლო. ©️ - DailyMail გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi | Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

სკოლაში ბულინგის გამო ატირებულ ბიჭს ვარსკვლავები მხარდაჭერას უცხადებენ

ვარსკვლავები ქუადენ ბეილს რთულ სიტუაციაში გვერდით დაუდგნენ. 9 წლის ბიჭუნა, ტანდაბლობის გამო სკოლაში სასტიკი ბულინგის მსხვერპლი გახდა. ქუადენის დედამ ფეისბუქზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მორიგი ბულინგის შემდეგ ბიჭი შეუჩერებლად ტირის. ვიდეოს შემდეგ ასევე ტანდაბალმა კომიკოსმა ბრედ უილიამსმა, GoFundMe-ზე კამპანია წამოიწყო, სადაც ბავშვის დისნეილენდში წააყვანად ფულს აგროვებენ. შემოწირულობა უკვე 100 000 ამერიკულ დოლარს გასცდა. SBS -სთან საუბრის დროს, ქუადენის დედამ განაცხადა, რომ ბავშვს თანასკოლელი გოგო თავზე ხელს ისე უსვამდა, როგორც ლეკვს.                                                    "რომ მივედი და დავინახე, ეტყობოდა რომ თავს ძალიან არაკომფორტულად გრძნობდა, მაგრამ თვალებით მთხოვდა რომ არ ჩავრეულიყავი. არ უნდოდა ხალხს გაეგო რომ, რაღაც ვერ იყო წესრიგში. ისეთი ძლიერი და თავდაჯერებულია, მაგრამ ხანდახან უჭირს ყველაფრის გაძლება". დედას ასევე საკ...

მგზავრების ყვირილი და ლოცვა - რა მოხდა „რაინეარის“ თვითმფრინავში (ვიდეო)

Ryanair-ის თვითმფრინავის ერთ-ერთი ფრენის დროს მგზავრები პანიკაში ჩავარდნენ, როდესაც შტორმის გამო თვითმფრინავმა რყევა დაიწყო. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. მედიაში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორც ყვირიან, ტირიან და ლოცულობენ მგზავრები. მაროკოდან ბრიუსელის მიმართულებით თვითმფრინავს ტურბულეტურზონაში ფრენა მოუხდა. ეს იმ დროს იყო, როდესაც შტორმმა დენისმა შაბათ-კვირას ბელგიამდეც მიაღწია, გაანადგურა ხეები და დატბორა გზები. თვითმფრინავი, რომელიც საშუალოდ სამი საათისა და 40 წუთის განმავლობაში მიფრინავდა, ჩარლეროის აეროპორტში დაეშვა. ფრენის დროს მგზავრები და პერსონალი არ დაშავებულა. ©️ - Info: PrimeTime გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi | Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

ემინემის ლეგენდარული დაბრუნება 17 წლის შემდეგ [ვიდეო]

2020 წლის 9 თებერვალს, ოსკარების დაჯილდოების რიგით 92-ე ცერემონია გაიმართა. თითქოს საღამო მშვიდად მიმდინარეობდა, თუმცა ყველასათვის მოულოდნელად სცენა ემინემმა დაიკავა და სიმღერა "Lose Yourself" შეასრულა. რეპერის სცენაზე დაბრუნების შემდეგ ემოციის დამალვა მარტივი არ აღმოჩნა, მითუმეტეს, როცა ამ შესრულებას არავინ ელოდა. როგორც აღმოჩნდა, გაკვირვება განსაკუთრებით იდინა მენზელსა და ბილი ეილიშს შეეტყოთ. აღსანიშნავია ისიც, რომ სცენაზე გამოსვლის შემდეგ შემსრულებელმა "ტვიტერზე" დაპოსტა, რომ მადლობას უხდიდა ყველას, რათა 92-ე ცერემონიაზე გამოსვლის შესაძლებლობა მიეცა, ეს მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით რომ 2003 წელს, როდესაც "Lose Yourself"-მა პრემია "ოსკარი" საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის მიიღო, შემსრულებელი არ იმყოფებოდა დაჯილდოებაზე. ერთ-ერთ ინტერვიუში ემინემმა განაცხადა, რომ "ოსკარის" მიმდინარეობის დროს სახლში იყო და "ეძინა". მას არ ეგონა, რომ გამარჯვების შანსი ჰქონდა. "Look, if...

რამდენი დღე ცოცხლობს ვირუსი საგნების ზედაპირზე - ახალი კვლევის შედეგები

ახალი კვლევის შედეგების მიხედვით, კორონავირუსი სხვადასხვა ზედაპირზე 9 დღე ცოცხლობს. ამის შესახებ ჟურნალ The Journal of Hospital Infection -ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული, რომელიც ორი დღის წინ გამოქვეყნდა. ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიაში განხილულია 22 ტიპის სხვადასხვა ვირუსი, როგორიცაა მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS) და შუა აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი (MERS). კვლევის მიხედვით, კორონავირუსს შეუძლია იცოცხლოს სხვადასხვა სახის ზედაპირზე, როგორიცაა შუშა, პლასტმასი ან ლითონი. ახალი ტიპის კორონავირუსი (nCoV2019), რომელმაც უკვე ასეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, შეიძლება გავრცელდეს ადამიანიდან ადამიანზე ან ბინძურ ზედაპირზე შეხებისას. „საავადმყოფოში შეიძლება ეს იყოს კარის სახელურები, ასევე ღილაკები, საწოლები ან სხვადასხვა სახის მეტალის და პლასტმასის საგნები, რომელსაც უშუალოდ დაინფიცირებული პაციენტი ეხება“, - აღნიშნულია ნაშრომში.  კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საშუალოდ, კორონავირუსებს შეუძლიათ ოთხიდან ხუთი დღის განმავლობაში იცოცხლონ, მაგრამ ზოგიერთ შემთხვ...

MGM-ის ლეგენდად ქცეულ ანიმაციურ სერიალ, "ტომისა და ჯერის" 80 წელი შეუსრულდათ

" Metro-Goldwyn-Mayer "- ის ლეგენდად ქცეულ ანიმაციას 80 წელი შეუსრულდა, საუბარია, რა თქმა უნდა, "ტომსა და ჯერიზე". მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერია უილიამ ჰანასა და ჯოსეფ ბარბერას მიერაა შექმნილი. მისი სიუჟეტი სრულად აგებულია შინაური კატისა და თაგუნას დაუსრულებელ კონფლიქტზე. სწორედ, ამ მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ანიმაციური სერიალის, თითო სერიის ბიუჯეტი 30,000.00–დან 75,000.00 დოლარამდე მერყეობს. "ტომი და ჯერი"-ს პირველი სერია  1940 წლის 10 თებერვალს გამოვიდა. მულტფილმმა მალევე გაითქვა სახელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.  საერთო ჯამში 80 წლის განმავლობაში „ტომი და ჯერის“ 164 ეპიზოდი გადაიღეს. მულტფილმმა საუკეთესო ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის „ოსკარის“ 7 პრემია მოიგო.              "ტომისა და ჯერის" მოკლემეტრაჟიანი ფილმების დასაწყისში, ყველასათვის ცნობილი "სავიზიტო ბარათი" 1946 წლიდან 1954 წლამდე ჩანდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ამავე წლის 23 დეკემბერს, "Warner Bros"-მა უნდა გამოუშვას ფილმი ...

სტამბოლის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი დაშვებისას რამდენიმე ნაწილად დაიშალა [VIDEO]

სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი დაშვებისას ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და რამდენიმე ნაწილად დაიშალა. ამის შესახებ BBC წერს . გამოცემის ინფორმაციით, ლაინერი ავიაკომპანია Pegasus Airlines-ს ეკუთვნის და სტამბოლში ქალაქ იზმირიდან ჩაფრინდა. თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, ბორტზე 177 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაღუპულა, თუმცა სხვადასხვა ტიპის დაზიანება 21-მა ადამიანმა მიიღო. ©️ - imedi.ge | photo: twitter გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

#დღის ფოტო | გადაუდებელი ევაკუაცია

ახალი ზელანდია, ოკლენდი. სხვადასხვა სახელმწიფოები აგრძელებენ თავიანთი მოქალაქეების ევაკუირებას კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრიდან - ქალაქ უჰანიდან. (ჰუბიის პროვინცია)  კადრში ხედავთ ავიაკომპანია Air New Zealand- ის ლაინერს, რომელიც ოკლენდის აეროპორტში ეშვება. პილოტებისა და ბორტგამცილებლების ჩათვლით,  ბორტზე 198 მგზავრია. მათგან უმეტესობა მინიმუმ 14 დღის განმავლობაში კარანტინში, ექიმების დაკვირვების ქვეშ იქნება. ©️ - Vokrugsveta.ru | photo: POOL / POOL / GETTY IMAGES გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

ფოტორეპორტაჟი კობი ბრაიანტის გარდაცვალების ადგილიდან

ვრცელდება ფოტოები ადგილიდან, სადაც NBA-ის ვარსკვლავ, კობი ბრაიანტის ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. შეგახსენებთ, რომ ცნობილი კალათბურთელი 42 წლის ასაკში, 26 იანვარს ავიაკატასტროფის შედეგად, კალაბასაში გარდაიცვალა. Christina House | Los Angeles Times  Mark J. Terrill/AP Mark J. Terrill/AP ©️ - latimes.com გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე  | Follow Us on FaceBook 

ჩინეთიდან საქართველოში შემოსული მგზავრები შემოწმდებიან

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შემოწმდებიან. მისი თქმით, აეროპორტში ექიმები იმყოფებიან და ეპიდემიოლოგიური სამსახური მუშაობს. „მგზავრები შემოწმდებიან ისე, როგორც ამას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვეუბნება. ეს მოიცავს სიმპტომების შეფასებას. პირველ რიგში, მგზავრს უნდა ჰქონდეს საინფორმაციო ბუკლეტი, სადაც მითითებულია საყურადღებო სიმპტომები. მოხდება თერმული სკრინინგი და შემდეგ, 38 გრადუსი და მეტი ვისაც ექნება ტემპერატურა, ასეთი მგზავრი თუ გამოჩნდება, მას ექნება საშუალება, გაიაროს საწყისი წინასწარი შეფასება ადგილზე, აეროპორტშივე, ვიდრე მოხდება მისი გამოშვება აეროპორტიდან ან გადამისამართება პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში. რაც შეეხება შეზღუდვებს მგზავრობასთან დაკავშირებით, როგორც მოგეხსენებათ აქამდე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კონკრეტულ კორონავირუსთან მიმართებით არ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. ამიტომ, ჯერჯერობით ვინარჩუნებთ პრევენციული ზომების გააქტიურების რეჟიმში მუშა...

თურქული ტელევიზიის სტუდიაში ძლიერი მიწისძვრის დროს ყველაფერმა რყევა დაიწყო - ნახეთ რეაქცია (ვიდეო)

დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა თურქეთში. სტიქიური უბედურების ამსახველი არაერთი ფოტო და ვიდეო მასალა ვრცელდება სოციალურ ქსელში. ერთ-ერთ ადგილობრივ ტელევიზიაში სტუმრებს, პირდაპირი ეთერი სწორედ მიწისძვრამ შეაწყვეტინა. შეგახსენებთ, თურქული მედიის ცნობით, 24 იანვარს, 21:55 წუთზე თურქეთში, ქალაქ მალატიაში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6.9 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი ქალაქი მალატიაა, სადაც 762 000 ადამიანი ცხოვრობს. აშშ-ის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით მიწისძვრა იგრძნობოდა სირიასა და სომხეთშიც.  ბიძგები იგრძნეს საქართველოშიც - სამცხე-ჯავახეთში. ©️ - primetime.ge  გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე | Follow Us on FaceBook 

შვეიცარიის მოქალაქეები საქართველოში პირადობის მოწმობით შემოვლენ

შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეები საქართველოში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითაც შემოვლენ. ეს ცვლილება მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის №255 დადგენილებაში შევიდა. დოკუმენტს ხელს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია აწერს. ინფორმაციას 1tv,ge ავრცელებს. „შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ სამგზავრო დოკუმენტის, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნულია პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და დატანილია ფოტოსურათი“, - წერია დადგენილებაში. ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალს ეხება, რომლის მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ. 28 ნოემბრით დათარიღებული დადგენილება უკვე ძალაშია. ©️ - IMEDINEWS / Photo - shutterstock.com გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi