Skip to main content

Posts

Showing posts from May 30, 2020
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

2011 წლის შემდეგ ვის უხდიდა თანხას ამერიკა კოსმონავტების კოსმოსში გასაყვანად?

ბოლო 10 წლის განმავლობაში დაგეგმილი პირველი კოსმოსური ფრენა წარმატებით შესრულდა. გაფრენა თბილისის დროით 23:33 საათზე იყო დაგეგმილი. არსებული ამინდის პირობებში, მისი სტარტის ალბათობა 60%-ი იყო, თუმცა მეორე ცდამ გაამართლა. ილონ მასკის SpaceX-ის და NASA-ს ერთობლივი პროექტი 2 ამერიკელი ასტრონავტის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ტრანსპორტირებას და რამდენიმე სხვა ასტრონავტის დედამიწაზე დაბრუნებას ითვალისწინებს. 2011 წლის შემდეგ აშშ-ს მსგავსი ფრენა არ განუხორციელებია და იძულებული იყო ასტრონავტების კოსმოსში გასაყვანად უზარმაზარი თანხა რუსეთისთვის გადაეხადა. იხილეთ ისტორიული მოვლენის კადრები:               გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjgroupge | Follow Us on FaceBook - fb.com/tsjgroupge

SpaceX-ის საეკიპაჟო ხომალდის მორიგი გაშვების მცდელობის დრო განახლდა

განახლებული გეგმით, "სფეისიქსი" საეკიპაჟო ხომალდის გაშვებას, (Crew Dragon) შაბათს, 23:22 საათზე შეეცდება. "ნასას" ვარაუდით, უამინდობის ალბათობა 50/50-ზეა. ამინდთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია, შაბათს დღის განმავლობაში გახდება ხელმისაწვდომი. შეგახსენებთ, რომ ხომალდის გაშვების პირველი მცდელობა, ხუთშაბათს, უამინდობის გამო გადაიდო. ხომალდს, 2011 წლის შემდეგ, ამერიკის მიწიდან, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე პირველად გაჰყავს ეკიპაჟი. დაპირებისამებრ შემოგთავაზებთ პირდაპირ ტრანსლაციას "ნასას" კენედის კოსმოდრომიდან (კეიპ კანავერალი, ფლორიდა) გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjgroupge | Follow Us on FaceBook - fb.com/tsjgroupge