Skip to main content

Posts

Showing posts from June 20, 2017
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

საბაობა 2017 იწყება.

25 ივნისს სულხან-საბა ორბელიანის, ტანძიის სახლ-მუზეუმი „საბაობა 2017“ უმასპინძლებს. ორგანიზატორების თქმით „საბაობა 2017“ გრანდიოზული დღესასწაული იქნება, უფრო მეტად სახალხო, წარმოდგენილი იქნება საბას ეპოქის ქართულ-ევროპული სამოსი, მოეწყობა კოსტუმირებული ჩვენება მსახიობების მიერ, რომლებიც ანიმატორ-ექსპონანტებიც იქნებიან. იქნება წარმოდგენილი ქართული გენის დამახასიათებელი კომპონენტები, როგორებიცაა – მუსიკა, ცეკვა, შავფაროსნები, სამოსი, ქართული ორთაბრძოლა, რეწვა და მხატვრობა. ღონისძიება დაიწყება დილას 11 საათიდან და გაგრძელდება 16 საათამდე. აღსანიშნავია, რომ „საბაობა 2017“ სტარტია იმისთვის, რომ მომავალში გადაიქცეს ფოლკლორულ ფესტივალად და ქვეყნის მასშტაბით გაიშალოს. წყარო - Bolnisi.ge

ახალციხის მუნიციპალიტეტში წვიმამ და სეტყვამ ნათესები დატბორა.

ა ხალციხის მუნიციპალიტეტში, ვალეში უხვმა ნალექმა კარტოფილის ნათესები და კომბოსტოს ნერგები დატბორა. ინფორმაციას  sknews.ge  ავრცელებს. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ვალეში მხოლოდ წვიმა იყო, ხოლო მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოსახლეობას ნათესები აქვს, იქ წვიმასთან ერთად სეტყვაც იყო, რამაც კარტოფილის და ბოსტნეულის ნათესები დააზიანა. წყარო - IMEDINEWS.GE

ნასამ დედამიწის მსგავსი 10 პლანეტა აღმოაჩინა

N ASA აცხადებს, რომ მზის სისტემის მიღმა არსებული 219 ახალი პლანეტა აღმოაჩინა. ამის შესახებ  The Independent  წერს. კვლევით ცენტრში ამბობენ, რომ მათ დედამიწის აგებულების მსგავსი 10 პლანეტა აღმოაჩინეს, რომლებიც Goldilocks-ის პლანეტარულ სისტემაში არსებობენ. ისინი თავიანთ ცენტრალურ ვარსკლავთან არც ისე ახლოს არიან, თუმცა ამ პლანეტებზე ტემპერატურა ძალიან მაღალია, ამის მიუხედავად, მათ ქანებზე წყლის ნაკვალევი შეიმჩნევა.  View image on Twitter  Follow NASA Kepler and K2   ✔ @NASAKepler Scientists using  @ NASAKepler  have identified 219 potential new worlds! Watch live:  http:// nasa.gov/live    Have Qs?  # askKepler 7:08 PM - 19 Jun 2017     266 266 Retweets     416 416 likes Twitter Ads info and privacy ამ აღმოჩენით, გალაქტიკაში ეგზოპლანეტების არსებობა კიდევ ერთხელ დადასტურდა - პლანეტები, რომლებიც მზის სისტემის მიღმა არიან. ისინი კეპლერ...

Facebook-ის ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიის ცენტრის მკვლევრებმა, აღმოაჩინეს რომ ჭკვიანმა ჩატბოტებმა, საკუთარი ენა გამოიგონეს.

F acebook-ის ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიის ცენტრის მკვლევრებმა, აღმოაჩინეს რომ ჭკვიანმა ჩატბოტებმა, საკუთარი ენა გამოიგონეს. ამის შესახებ გამოცემა  The Next Web -ი წერს.  ბოტები მექანიკური ურთიერთობის ალგორითმს შეაერთეს და ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალება მისცეს. რაღაც პერიოდის შემდეგ, მათ სიტყვების თავისებური ვერსიის წერა დაიწყეს, შემდეგ კი საერთოდ საკუთარ გამოგონილ ენაზე დაიწყეს ლაპარაკი. აღსანიშნავია, რომ ბოტებმა კამათში მოსაგებად, არგუმენტაციის ფორმულაც შეისწავლეს და "მოწინააღმდეგის" საპასუხოდ, მისივე ნათქვამი სიტყვების ალტერნატიული ფორმირებაც შეძლეს. 

მარია ერაძემ უნიკალური პროდუქტი შექმნა, რომელიც დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვისაა განკუთვნილი.

Photo - kutaisipost.ge ქ უთაისის ნიკო ნიკოლაძის (ყოფილი დემირელის) სახელობის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ მარია ერაძემ უნიკალური პროდუქტი შექმნა, რომელიც დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. ეს პროდუქტი მან მეწყვილესთან გიორგი ფხაკაძესთან ერთად შექმნა. ამ გამოგონებით მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები დაინტერესდნენ. მარიამმა ერთ-ერთზე, ადრიატიკის უნივერსიტეტზე შეაჩერა არჩევანი, სადაც მას 100%-იანი გრანტი მისცეს (60 ათასი დოლარის ღირებულების). ინფორმაციას გამოცემა " ნეტგაზეთი " ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მარია და მისი მეწყვილე გიორგი უნიკალურ კვლევაზე რამოდენიმე წელი მუშაობდნენ და ეს პროდუქტი ახალი პროდუქტი მიგნებაა თანამედროვე მეცნიერებაში. „ცოცხალ საკვებში“ ქუთაისელმა მოსწავლემ მხოლოდ ქართული კულტურები შეარჩია. ამარანტი უნიკალურ ნივთიერებას, ანტიოქსიდანტ სკვალენს შეიცავს, რომელიც ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას ქსოვილების ჟანგბადით გამდიდრების ხარჯზე. სწორედ ამ განსაკუთრებული ნედლეულის გამოყენებით დაიწყეს ახალგაზრდებმა ხანგრძლივი კვლევები, რათა, საბო...