პლანეტის ყველაზე ასაკოვანი კაცი ისრაელ კრისტალი , რომელმაც ჰოლოკოსტი გადაიტანა, 113 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა JTA წერს. კრისტალი პოლონეთში დაიბადა. მეორე მსოფლიო ომის დროს, ის და მისი ოჯახი ერთი კონცლაგერიდან, მეორეში გადაჰყავდათ. ლოძინის გეტოში მას ორი შვილი დაეღუპა და ოსვენციმში კი კრისტალის მეუღლეც მოკლეს. 1950 წელს, ის ისრაელში გაემგზავრა და ქალაქ ჰაიფაში ცხოვრობდა. იქ კრისტალმა მეორე ცოლი მოიყვანა, რომელთანაც ორი შვილი გაუჩნდა. imedinews.ge