ინდოეთში, დასავლეთი ბენგალში, ტყის რეინჯერმა, სენჯოი დუტამ ერთ-ერთი სოფლის მოსახლეობა გადაარჩინა და საცხოვრებელ სახლებთან ახლოს, 5-მეტრიანი პითონი დაიჭირა. ამის შემდეგ, ადგილობრივებმა, მასთან ფოტოს გადაღება მოისურვეს, თუმცა, მოულოდნელად, თავად რეინჯერის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა. ამის შესახებ Independent-ი წერს. ფოტოს გადაღებისას, გიგანტურმა გველმა კაცის კისერზე შემოხვევა დაიწყო. საბოლოოდ, რეინჯერმა და ადგილობრივებმა შეძლეს, პითონი კაცის კისრიდან მოეშორებინათ.