Skip to main content

Posts

Showing posts with the label კულტურა
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

ცნობილია, თუ რომელი სიმღერით წარსდგება საქართველო ევროვიზიაზე - ნახეთ პირველი ემოცია

როგორც უკვე ვიცით, 2020 წლის ევროვიზიაზე საქართველოს თორნიკე ყიფიანი წარადგენს, სიმღერით Take Me As I Am. (მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ) ვიდეო კლიპს, ევროვიზიის "იუთუბ" არხზე გამოჩენისთანავე დიდი გამოხმაურება მოჰყვა.  არ დააყოვნა "Reaction" ვიდეოებმაც, რომლებსაც ძირითადად უცხოელი "იუთუბის" მომხმარებლები იღებენ.  მსგავს ვიდეოებში მკვეთრად ჩანს, თავად გადამღების რეაქცია და დამოკიდებულება ამა თუ იმ ქვეყნის საპრეზენტაციო სიმღერაზე. გთავაზობთ ერთ-ერთ "Reaction" ვიდეოს, რომელშიც საკმაოდ დადებითი ემოცია შეინიშნება ჩვენი ვიდეო კლიპის მიმართ.                                                  შეფასების შემდეგ ვნახოთ ვიდეო კლიპი                                          მცირედი ინფორმაცია შემსრულებლის შესახებ: თორნიკე ყიფიანი, ან უბრალოდ ყ...

კინორეჟისორი გიორგი შენგელაია გარდაიცვალა

82 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სანუკვარი კინორეჟისორი და რუსთაველის პრემიის ლაურეატი გიორგი შენგელაია. იგი 1937 წლის 11 მაისს  დაიბადა   , შენგელაიამ დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.  1962 წლიდან მუშაობდა საქართველოს კინოსტუდიაში. შენგელაია კინორეჟისორების ოჯახიდან არის. გიორგის ძმამ, ელდარ შენგელაიამ ერთ-ერთი  საუკეთესო   ქართული კლასიკური კომედია დადგა; მათი მამა, ნიკოლოზ შენგელაიაც კინორეჟისორი, სცენარისტი და ფუტურისტი პოეტი იყო.  გიორგისა და ელდარის დედა, ნატო ვაჩნაძეს, მრავალი მთავარი როლი აქვს მისი მეუღლის ფილმებში შესრულებული. შენგელაიას ფილმმა "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა"-მ მიიღო მონაწილეობა ბერლინის 36-ე საერთაშორისო კინოფესტივალში და საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში "ვერცხლის დათვი" მოიგო. შენგელაიამ მრავალი გამორჩეული ნამუშევარი დაგვიტოვა. ©️ - georgiatoday.ge გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi | Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

ვინ გვსტუმრობს შობას: 7 შიშის მომგვრელი ისტორია

თუ თქვენ აღარ გაკვირვებთ თოვლის ბაბუა და თოვლის ქალწული, მაშინ ამ სტატიაში ჩვენ შეგახვედრებთ 7 ა რც ისე ცნობილ საშობაო არსებას, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.  ზოგი მათგანი დღესასწაულებზე ჩნდება, რათა გაახაროს ადამიანები, ზოგიც კი მოუსვენრების დასასჯელად გვევლინება. ტიო დე ნადალი ( Tió de Nadal ) ანდორასა და ესპანეთში, დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე სახლებთან, საშობაო ველზე დგამენ ხის მოგრძო მორს, რომელსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს ორი ან ოთხი ფეხი, გადაჭრილ ნაწილზე კი მომღიმარ სახეს ახატავენ.  ეს მხიარული არსება რომ არ გაიყინოს, პლედს აფარებენ. კარაკონგული ( Kallikantzaros ) კარაკონგული ან წმინდა დემონი 25 დეკემბრიდან 6 იანვრის ჩათვლით ბალკანეთის ქუჩებში დაიარება. როგორც წესი, ეს არსება მუქი ფერისაა და ბეწვით არის დაფარული, ხოლო ადამიანის კიდურები ჩანაცვლებულია ცხოველური კიდურებით. კარაკონგულები დედამიწის ზედაპირზე შობის დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე ამოდიან - ინტრიგების მოსაწყობად.  შობამდე დარჩენილ დროს ისინი მიწისქვეშ ატარებენ. ლეგე...

ემინემის ლეგენდარული დაბრუნება 17 წლის შემდეგ [ვიდეო]

2020 წლის 9 თებერვალს, ოსკარების დაჯილდოების რიგით 92-ე ცერემონია გაიმართა. თითქოს საღამო მშვიდად მიმდინარეობდა, თუმცა ყველასათვის მოულოდნელად სცენა ემინემმა დაიკავა და სიმღერა "Lose Yourself" შეასრულა. რეპერის სცენაზე დაბრუნების შემდეგ ემოციის დამალვა მარტივი არ აღმოჩნა, მითუმეტეს, როცა ამ შესრულებას არავინ ელოდა. როგორც აღმოჩნდა, გაკვირვება განსაკუთრებით იდინა მენზელსა და ბილი ეილიშს შეეტყოთ. აღსანიშნავია ისიც, რომ სცენაზე გამოსვლის შემდეგ შემსრულებელმა "ტვიტერზე" დაპოსტა, რომ მადლობას უხდიდა ყველას, რათა 92-ე ცერემონიაზე გამოსვლის შესაძლებლობა მიეცა, ეს მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით რომ 2003 წელს, როდესაც "Lose Yourself"-მა პრემია "ოსკარი" საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის მიიღო, შემსრულებელი არ იმყოფებოდა დაჯილდოებაზე. ერთ-ერთ ინტერვიუში ემინემმა განაცხადა, რომ "ოსკარის" მიმდინარეობის დროს სახლში იყო და "ეძინა". მას არ ეგონა, რომ გამარჯვების შანსი ჰქონდა. "Look, if...

"ტომი და ჯერი" ეკრანებს უბრუნდებიან

კინოკომპანია "Warner Bros"-ის გადაწყვეტილებით, მსოფლიოში ცნობილი ანიმაციური დუეტი, "ტომი და ჯერი" ეკრანს მხატვრული ფილმის სახით 2020 წლის 23 დეკემბერს დაუბრუნდება. "ტომი და ჯერი" ამერიკული ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერიაა, რომელსაც 10 თებერვალს 80 წელი შეუსრულდა. იგი უილიამ ჰანამ და ჯოსეფ ბარბერამ დააარსა. მისი მწარმოებელი კომპანია Metro-Goldwyn-Mayer-ი იყო.  ©️ -Photo: Google | გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi  | Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

MGM-ის ლეგენდად ქცეულ ანიმაციურ სერიალ, "ტომისა და ჯერის" 80 წელი შეუსრულდათ

" Metro-Goldwyn-Mayer "- ის ლეგენდად ქცეულ ანიმაციას 80 წელი შეუსრულდა, საუბარია, რა თქმა უნდა, "ტომსა და ჯერიზე". მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერია უილიამ ჰანასა და ჯოსეფ ბარბერას მიერაა შექმნილი. მისი სიუჟეტი სრულად აგებულია შინაური კატისა და თაგუნას დაუსრულებელ კონფლიქტზე. სწორედ, ამ მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ანიმაციური სერიალის, თითო სერიის ბიუჯეტი 30,000.00–დან 75,000.00 დოლარამდე მერყეობს. "ტომი და ჯერი"-ს პირველი სერია  1940 წლის 10 თებერვალს გამოვიდა. მულტფილმმა მალევე გაითქვა სახელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.  საერთო ჯამში 80 წლის განმავლობაში „ტომი და ჯერის“ 164 ეპიზოდი გადაიღეს. მულტფილმმა საუკეთესო ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის „ოსკარის“ 7 პრემია მოიგო.              "ტომისა და ჯერის" მოკლემეტრაჟიანი ფილმების დასაწყისში, ყველასათვის ცნობილი "სავიზიტო ბარათი" 1946 წლიდან 1954 წლამდე ჩანდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ამავე წლის 23 დეკემბერს, "Warner Bros"-მა უნდა გამოუშვას ფილმი ...

#დღის ფოტო | დღესასწაული სიცილიაზე

იტალია, კატანია . სიცილიაზე გაიმართა ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაული - წმინდა აგათას ფესტივალი. ©️ - Vokrugsveta.ru გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

რეჟისორი ზაზა ხალვაში გარდაიცვალა

რეჟისორი ზაზა ხალვაში 62 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. „მაშინ, როდესაც ზაზა ხალვაში ქართული კინოს ახალი ტალღის შესახებ საკუთარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს მისი ბოლო ინტერვიუ იქნებოდა. ზაზა ხალვაშმა, როგორც რეჟისორმა, რამდენიმე სრულიად გამორჩეული ნამუშევარი დაგვიტოვა - „დრო“ (1981), "იქ, ჩემთან" (1991), „მიზერერე“ (1996), „სოლომონი“ (2015), „ნამე“ (2017). "წვიმა ორ ნაპირზე" ჰქვია მის ბოლო ფილმს, რომლის გადაღება ცოტა ხნის წინ დაასრულა. ეროვნული კინოცენტრი მწუხარებას გამოთქვამს ზაზა ხალვაშის მოულოდნელი გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს“, - ნათქვამია კინოცენტრის ინფორმაციაში.               ზაზა ხალვაში 1957 წლის 17 მაისს ბათუმში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1979) და შოთა რუსთაველის სახელობის თეტრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი (1985). 1977 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ ჯერ რეჟისორის ...

მსახიობი ლალი ბადურაშვილი გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი მსახიობი ლალი ბადურაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია imedi.ge-ს ოჯახის ახლობლებმა დაუდასტურეს. ლალი ბადურაშვილი მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრაზე. 1970 წელს ფილმში „დიდოსტატის მარჯვენა“ შეასრულა შორენას როლი. იყო „ქართული ფილმის“ რედაქტორი. 2016 წელს ლალი ბადურაშვილი თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა. ©️ - imedi.ge | photo - Google გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

ალექ­სან­დრე ზა­ზა­რაშ­ვილ­ი უკ­რა­ი­ნუ­ლი Voice-ის გამარჯვებულია

12 წლის ალექ­სან­დრე ზა­ზა­რაშ­ვილ­მა უკ­რა­ი­ნუ­ლი "ვო­ი­სი" მო­ი­გო. ის სატელევიზიო შოუს მეხუთე სეზონის გამარჯვებული გახდა. ფინალში მან ნინო ქათამაძის „ქუჩაში ერთხელ“ შეასრულა, მეორე სიმღერად ალექსანდრემ კუზმა სკრიაბინის Люди, як кораблі უკრაინულად შეასრულა. ბოლოს კი 12 წლის მომღერალმა სელინ დიონის სიმღერა ALL BY MYSELF იმღერა. ©️ - IMEDINEWS.GE გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

ტანგო - თავისუფლებისა და ვნების ცეკვა

ცეკვა, რომელიც 150 წელზე მეტს ითვლის. სიტყვა "ტანგო" სათავეს იბიბოს დილექტიდან იღებს და აღნიშნავს "ცეკვას დოლის რითმებზე".  ასევე არსებობს ვერსია, რომლის თანახმად, სიტყვა "ტანგო" წარმოიშვა ლათინური  " tangere "-დან, რაც ნიშნავს "შეხებას და კიდევ: "ტანგო"  ენათესავება ესპანურ " tambor "-ს და ნიშნავს "დოლს". თუ ფიქრობთ, რომ "ტანგო" ევროპული ცეკვაა, თქვენ ცდებით; ტანგოს საფუძველია არგენტინული მილონგას, აფრიკელ ხალხთა მოძრაობების,  ესპანური ფლამენკოსა და ინდიელების რიტუალური ცეკვების ნაზავი.  ევროპაში შემოსვლისას კი "ტანგოს" მოძრაობებს დაემატა პოლონური "მაზურკისა" და გერმანული "ვალსის" ელემენტები.  სხვათა შორის, თავდაპირველად "ტანგო" მხოლოდ მამაკაცების ცეკვა იყო. დიდი ხნის მანძილზე "ტანგო" იყო, არგენტინის ღარიბ მცხოვრებთა ცეკვა. მას ცეკვავდნენ ქალაქის ტავერნებსა  და მოედნებზე. XX საუკუნის დასაწყისში ცეკვა შეიჭრა ევროპაში და მაშინვე აიკრძალა,...

Google 2015 წლიდან გვთავაზობს დედამიწის მთელი ზედაპირის სატელიტურ ფოტოსურათებს.

კომპანია " გუგლის " პროექტი, რომლის მეშვეობით ინტერნეტში მოთავსდა დედამიწის მთელი ზედაპირის სატელიტური ფოტოსურათები. ზოგიერთი რეგიონის სურათები უკიდურესად მაღალი სიმკვეთრისაა. სხვა ანალოგიური სერვერებისგან განსხვავებით, რომლებშიც სატელიტური სურათები არის გამოყენებული ჩვეულებრივ ბრაუზერში (მაგ. Google Maps ან TerraServer), ამ პროგრამაში გამოყენებულია სპეციალური კომპიუტერში ჩატვირთვადი პროგრამა. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი მიდგომა უფრო მეტ დატვირთვას აძლევს ინტერნეტის ქსელს, სამაგიეროდ ის პროგრამაში მუშაობის დროს დამატებითი შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას იძლევა, რომელთა განხორციელება ვებ-ბრაუზერით შეუძლებელია. ეს პროგრამა თავდაპირველად კომპანიამ Keyhole გამოუშვა, რომელიც მოგვიანებით გუგლმა იყიდა და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახადა. არსებობს ასევე ფასიანი ვერსიები Google Earth Pro და Google Earth Plus, რომლებშიც GPS ნავიგაციის მხარდაჭერა, პრეზენტაციის საშუალება და ბეჭდვის მაღალი ხარისხია ჩართული. წყარო - " ვიკიპედია " ; ფოტო - "ტსჯ" გ...

ნინი შერმადინი "მის პლანეტა 2018" გახდა და კრიტიკოსებს მიმართავს.

ნინი შერმადინი „მისი პლანეტა 2018“ გახდა. ეს არის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც ბულგარეთში გაიმართა. ჟიურის წევრების გული ნინიმ გარეგნობასთან ერთად ვოკალური მონაცემებითაც მოირგო, როცა ტინა ტერნერის ცნობილი სიმღერა შეასრულა. ნინიმ ახლახან გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც გამარჯვების შესახებ წერს და ასევე მიმართავს მათ, ვინც ნეგატიურად შეაფასეს მისი სილამაზის კონკურსში მონაწილეობა. ნინი წერს: „მეგობრებო, მიჭირს იმ ემოციის გადმოცემა, რაც მე გუშინ განვიცადე. მე წარვადგენდი საქართველოს „მისის პლანეტა 2018“-ზე. ეს არ გახლავთ სილამაზის კონკურსი, ეს არის წარმატებული ქალბატონების კონკურსი, სადაც ფასდება ინტელექტი, ტალანტი, ხასიათი, შრომისმოყვარეობა, სილამაზე და თვითდაჯერებულობა. ეს არ არის სამოდელო კონკურსი, სადაც მოდელები გამოდიან, თორე მასე ჯერ არ გავგიჟებულვარ, მანდ გავსულიყავი. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემი ლანძღვით არიან დაკავებული, მინდა ვუთხრა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ, როცა ვხედავ, ჟიური და ხალხი როგორ უდგას ფეხზე საქართველოს და არა მე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ეკა მ...

X FACTOR -ი იმედზე.

კასტინგი პირველ ეტაპზე თბილისში გაიმართება, შემდეგ კი საქართველოს სხვა ქალაქებში  პოპულარულმა ვოკალურმა ტელეპროექტმა Х-Factor, რომელიც ტელეარხ „იმედზე" გადის, მეხუთე სეზონისთვის კასტინგი გამოაცხადა — ის თბილისში 27-28 იანვარს დაიწყება. „თუ გაქვთ ვოკალური მონაცემები და გსურთ გრანდიოზულ მუსიკალურ პროექტში მონაწილეობა — იქს ფაქტორი გელით იმედზე! X ფაქტორი — დიდი აღმოჩენების დრო დგება!", — ნათქვამია შოუს განცხადებაში. კასტინგის პირველი ეტაპი თბილისში, ტელეარხ „იმედზე" 12:00 საათზე გაიმართება. მისამართი — ლუბლიანას 5. შესარჩევ ტურებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც პროფესიონალ შემსრულებლებსა და მუსიკალურ ანსამბლებს, ისე დებიუტანტებს 12 წელს ზევით. კონკურსანტებს, ტრადიციულად ყოფენ კატეგორიებად: „ბიჭები", „გოგონები", „მუსიკალური ჯგუფები" და „ბავშვები". The X Factor — ტალანტების სატელევიზიო კონკურსების ფორმატია, რომლის ავტორიც ბრიტანელი პროდიუსერი საიმონ კოუელია. პროექტი პირველად ბრიტანულ ITV-ის არხზე 2004 წლის სექტემბერში გამოჩნდა....

ვიკიპედიის კონკურსში მესტიის ფოტო 15 საუკეთესო ნამუშევარს შორის მოხვდა.

ფოტო: wikilovesmonuments/DmytBalkhovitin „ვიკის უყვარს ძეგლები“ (Wiki Loves Monuments) ყოველწლიური საერთაშორისო  ფოტოკონკურსია . მას ორგანიზებას უწევენ ვიკიპედიის საზოგადოების წევრები ადგილობრივი ვიკიპედიელების დახმარებით. ამის შესახებ  1tv  წერს. მონაწილეები იღებენ ადგილობრივი მონუმენტებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოებს და ვიკისაწყობში (Wikimedia Commons) ტვირთავენ. კონკურსის მიზანია ხაზი გაუსვას ამა თუ იმ ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას და შეიქმნას ფოტოები, რომელთა გამოყენება ვიკიპედიაში და მის გარეთაც, ნებისმიერი ადამიანისთვის, თავისუფალი ლიცენზიით იქნება შესაძლებელი. ვიკიპედიის ქართული განყოფილების ორგანიზებით, ბოლო ორი წელია, კონკურსში საქართველოც მონაწილეობს.  თითოეული მონაწილე ქვეყნიდან გადაგზავნილ საუკეთესო 489 ფოტოს შორის, საერთაშორისო ჟიურიმ 15 რჩეული გამოავლინა. მათ შორისაა მესტიის ფოტოც, რომელიც უკრაინელმა ფოტოგრაფმა დმიტრო ბალხოვიტინმა გადაიღო. სვანური კოშკებისთვის გადაღებულმა სურათმა მე-13 ადგილი დაი...

ლედი გაგას ლას-ვეგასში გამართულ კონცერტზე ავთანდილის კაბა ეცვა

მომღერალმა ლედი გაგამ Facebook-ზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ქართველი დიზაინერის ავთანდილის კაბა აცვია. წითელი კაბა მომღერალს ლას-ვეგასში გამართულ ლაიონელ რიჩის კონცერტზე ეცვა. კაბა დიზაინერის 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან არის.         imedinews.ge

მოკრივე მაკგრეგორი ტანსაცმლის და აქსესუარების ხაზს გამოუშვებს.

ირლანდიელი მოკრივე კონორ მაკგრეგორი David Augustის მარკასთან ერთად ტანსაცმლის და აქსესუარების ხაზის შექმნას აპირებს. ამის შესახებ  HighSnobiety იუწყება. ბრენდის სახელწოდება იქნება August McGregor-ი და ბაზარზე 2018 წლიდან გამოჩნდება. კოლექციაში იქნება პერანგები, პიჯაკები და აქსესუარები, თანაც ხელმისაწვდომ ფასებში. “ძალიან მიყვარს მოდა და მოხარული ვარ ის ჩემს თაყვანისმცემლებს გავუზიარო. ამით მათ შესაძლებლობა მიეცემათ ჩემი საკულტო სახე საკუთარ თავზე მოირგონ. დიდი ხანია მე და დევიდი ტანსაცმლის ხაზის შექმნაზე ვსაუბრობთ და სერიოზულ გადაწყვეტილებამდეც მივედით. საზოგადოებას მოეწონება შედეგი“, - აცხადებს მაკგრეგორი. დაახლოებით თვენახევრის წინ  David August -მა მაკგრეგორს შეუკერა კოსტუმი, უცენზურო წარწერებით. ეს კოსტუმი სპორტსმენმა 12 ივლისს თავის მოწინააღმდეგესთან, ამერიკელ მოკრივესთან, ფლოიდ მეიუეზერთან პირველი შეხვედრის დროს ჩაიცვა. imedinews.ge

Deadpool 2-ის გადაღების დროს კასკადიორი ქალი დაიღუპა

კანადის ქალაქ  ვანკუვერში ფილმის Deadpool-2 გადაღების დროს კასკადიორი ქალი დაიღუპა. ამის შესახებ  Guardian -ი წერს. გამოცემის ცნობით, ქალი მოტოციკლით ტრიუკის შესრულების დროს დაიღუპა. კასკადიორმა მართვის კონტროლი დაკარგა და იმ შენობის ფანჯრიდან გადავარდა, სადაც გადაღებები მიმდინარეობდა.  A motorcycle lays on the ground just across from Jack Poole plaza. You can't see here but above it is broken glass pic.twitter.com/zzl5Ag9gYT — Farrah Merali (@FarrahMerali) 14 августа 2017 г. imedinews.ge 

მომღერალი გლენ კემპბელი გარდაიცვალა.

            ა მერიკელი მომღერალი და მსახიობი გლენ კემპბელი გარდაიცვალა. ამის შესახებ  BBC -ი წერს.  ქანთრის მეფედ წოდებული მუსიკოსი 81 წლის იყო. 2011 წელს მას ექიმებმა ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს.  გლენ კემპბელი 1936 წელს არკანზასის შტატში დაიბადა. მუსიკალური კარიერა მან 1954 წელს დაიწყო, როდესაც ჯგუფ Dick Bills' Band-ს შეურთდა. 1958 წელს მან საკუთარი მუსიკალური ჯგუფი Glen Campbell and the Western Wranglers-ი ჩამოაყალიბა. 1960-იან წლებში ჯგუფმა დიდ პოპულარობას მიაღწია. 1967 წელს კი კემპბელს გრემის პრემია გადასცეს. წყარო - imedinews.ge

1,7 მილიონი წლის წინანდელი ძვალი და ადამიანის უძველესი კიბო.

მიკრო-კომპიუტერული ტომოგრაფიით მიღებული ეს გამოსახულებები გვიჩვენებს სიმსივნეს ადამიანის მონათესავე სახეობის უძველეს თითის ძვალში. სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი ადამიანის მონათესავე სახეობის უძველესი ფეხის თითი, შესაძლოა განსაკუთრებული მნიშვნელობისა იყოს თანამედროვე მედიცინაში მიმდინარე კვლევებისთვის. სამხრეთ აფრიკის ნამარხებით მდიდარ რეგიონში, რომელიც კაცობრიობის აკვნის სახელით არის ცნობილი, მეცნიერებმა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სასიკვდილო დაავადების ჩვენთვის ცნობილი უძველესი ფაქტი აღმოაჩინეს. სამგანზომილებიანი გამოსახულების შექმნით, მკვლევრებმა სვარტკრანსის გამოქვაბულში დაახლოებით 1,6 - 1,8 მილიონი წლის წინ დაღუპული ადამიანის წინაპრის ფეხის ძვალზე, კიბოს აგრესიული ტიპი, ოსტეოსარკომა გამოავლინეს. ამ აღმოჩენის (რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა სამხრეთ აფრიკის სამეცნიერო ჟურნალში) მიხედვით კიბოს მაპროვოცირებელი მექანიზმი ღრმად არის ჩაბეჭდილი ადამიანის ევოლუციურ წარსულში, თუმცა, თანამედროვე ცხოვრების სტილმა, განსაკუთებით ინდუსტრიულ ქვეყნებში, კიბოს შემთხვევების მატება გამოიწვია. ...